პლუტონს სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები აქვს?
ფოტო: NASA/JHUAPL/SWRI
პლუტონს დიდი ხნის განმავლობაში შორეულ, ცივ და ყველაზე მკვდარ პლანეტად აღვიქვამდით, მაგრამ გასულ წელს კოსმოსური ზონდის, ნიუ-ჰორაიზონსის ჩაფრენის შემდეგ ამ შორეულ ჯუჯა პლანეტაზე მრავალი სიურპრიზი დაგვხვდა.
ნიუ-ჰორაიზონსიდან მონაცემების მიღება ოქტომბერში დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ წინ მოდელირების გრძელი პროცესი გველის, უკვე შეგვიძლია აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი აღმოჩენები: ორგანული ნისლების კომპლექსური ფენები; უცნობი გეოლოგიური პროცესით წარმოქმნილი ყინულის მთები; შესაძლო ორგანული მატერია ზედაპირზე და თხევადი წყლის ოკეანე მიწისქვეშ.
"ასტრობიოლოგიასთან კავშირი პირდაპირია - ის ზუსტად შენ თვალწინაა. შენ ხედავ ორგანულ მატერიებს, წყალსა და ენერგიას", - ამბობს მაიკლ სამერსი, ნიუ-ჰორაიზონსის პლანეტური მეცნიერი, რომელიც სპეციალისტია პლანეტების ატმოსფეროს ევოლუციასა და სტრუქტურაში.
წებოვანი ნისლი
პლუტონის სურათების პირველი ნახვისას სამერსს გაახსენდა ერთი ობიექტი, რომელსაც ის ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში მუშაობისას. ტიტანი, სატურნის ნარინჯისფერი ყინულოვანი მთვარე, მზის სისტემაში ერთადერთი თანამგზავრია, რომელსაც ატმოსფერო და თხევადი (მეთანის) ჰიდროლოგიური ციკლი აქვს. მას ნახშირწყალბადის ქიმია აქვს, მათ შორის ეთანისა და მეთანის ტბები, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები იყოს.
ტიტანის ატმოსფეროსგან განსხვავებით, პლუტონის ატმოსფერო უფრო თხელია. ნისლი სულ ცოტა 200 კილომეტრ სიმაღლეს აღწევს ზედაპირიდან. ეს კი იმაზე ათჯერ მეტია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ. პლუტონზე ტიტანის მსგავსი პარადოქსი შეინიშნება - კონდენსაცია ხდება იმ რეგიონში, სადაც ტემპერატურა ძალიან მაღალია ნისლის ნაწილაკების ჩამოყალიბებისთვის.
ნასას კასინის ზონდმა იგივე უცნაურობა შენიშნა ტიტანის ატმოსფეროს ყველაზე ზედა ნაწილებში (იონოსფერო), ზედაპირიდან 500-600 კილომეტრით ზემოთ. მოდელირების გამოყენებით, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ კონდენსაცია ნაწილობრივ შედეგია ტიტანის ფოტოქიმიისა, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივება შლის მეთანს, რაც ხელს უწყობს ნახშირწყალბადების ფორმირების დაწყებას.
"ამ ნისლის წარმოქმნა იონოსფეროში იწყება, სადაც ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები (ელექტრონები და იონები) არიან. ელექტრონები მიემაგრებიან ნახშირწყალბადებს და ქმნიან კომბინაციას. სხვა ნაწილაკების შეწებებით ელექტრონები ზომაში იზრდებიან და სწრაფად ეშვებიან ძირს. ტიტანზე რაც უფრო "დაბლა" ჩადიხარ ატმოსფეროში, პლუტონთან შედარებით, უფრო მეტი და დიდი ნაწილაკები გხვდება", - ამბობს სამერსი.
სამერსის თქმით, დიდი სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ პლუტონზეც იგივე პროცესი მიმდინარეობს. ტიტანის მსგავსად, მას აზოტი აქვს ატმოსფეროში, მეთანის მცირე შემცველობით. მთავარი განსხვავება მაინც ის არის, რომ პლუტონის ატმოსფერო სულ რაღაც 10 მილიბარია ზედაპირზე, ხოლო ტიტანის - 1,5 ბარი (ბარი არის წნევის მეტრული ერთეული, 1 ბარი უდრის 10 000 პასკალის ერთეულს, რაც სულ ოდნავ მცირეა დედამიწის წნევაზე ზღვის დონეზე). ამ ორი სხეულის ატმოსფერული წნევების ცვლილებები ასევე გავლენას ახდენს ნისლის ნაწილაკების ფორმაზე: ტიტანის ნაწილაკები, რომლებიც ბევრად მეტ დროს ანდომებენ ზედაპირამდე დაცემას, საბოლოოდ სფერული ფორმის ხდებიან, ხოლო პლუტონის ნისლის ნაწილაკები ბევრად უფრო სწრაფად ეცემიან და ფრაქტალებად გადაიქცევიან.
კომპლექსური მოლეკულები
პლუტონზე ნახშირწყალბადისა და ნიტრილების (ორგანული მოლეკულა) შესაძლო წარმოქმნით, სიცოცხლისთვის საჭირო ბევრად საინტერესო პრე-ქიმიას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. "შენ შეგიძლია დაიწყო კომპლექსური პრებიოტური მოლეკულების შენება", - ამბობს სამერსი. მაგალითი არის წყალბადის ციანიდი - უმთავრესი მოლეკულა, რომელიც პრებიოტური ქიმიის წინაპირობაა.
ტიტანზე ასევე უხვადაა თოლინები - კომპლექსური ორგანული შენაერთები, რომლებიც ნისლის ნაწილაკებზე მზის ულტრაიისფერი სინათლის დაცემისას წარმოიქმნება. დედამიწაზე ეს იშვიათად ხდება, თუმცა, ტიტანზე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და შესაძლოა სწორედ თოლინები იწვევდნენ მის ნარინჯისფერ შეფერილობას.
სამერსის სწრაფი გამოთვლებით, ეს თოლინები 10-30 მეტრის სისქის უნდა იყოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ თითოეულ კვადრატულ მეტრზე უფრო მეტი ორგანული მატერიაა პლუტონზე, ვიდრე ტყე - დედამიწაზე. ამ მატერიამ შესაძლოა ასევე შეიცვალოს ქიმიური შედგენილობა, როდესაც კოსმოსური სხივები (მაღალი ენერგიის გამოსხივების ნაწილაკები) დაეცემა ზედაპირს.
ასევე საინტერესოა ისიც, რომ ეს მოწითალო მატერია პლუტონის ყინულის ვულკანებთან ახლოსაც შეინიშნა. შესაძლოა, რომ ამ ჯუჯა პლანეტას ქვეზედაპირული ოკეანე ჰქონდეს, სატურნის ენცელადისა და იუპიტერის ევროპის მსგავსად. თუმცა, ამ მთვარეებს ენერგიის გრავიტაციული წყარო აქვთ, რომელიც წარმოიქმნება მათი უზარმაზარი ცენტრალური პლანეტების გარშემო ბრუნვითა და სხვა მთვარეებთან გრავიტაციულად ურთიერთქმედებით. პლუტონს გათბობის ასეთი წყარო არ აქვს, თუმცა შესაძლებელია, რომ მის შიგნეულობაში მიმდინარე რადიოაქტიური პროცესები თხევადი მატერიის არსებობას ხელს უწყობდეს.
"სიცოცხლისთვის ეს ყველაფერი გვჭირდება: ორგანული და ნედლი მატერია და ენერგია. მთელი ჩემი ცხოვრება პლუტონს ვსწავლობდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამეების არსებობაზე ვილაპარაკებდი", - ამბობს სამერსი
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა



კომენტარები