DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით — DataFest Online - All About AI-ით ბრუნდება
ხუთი წარმატებული ფესტივალის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, კვლავ ციფრული გამოშვებით ბრუნდება.
DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online სამ დღეს გაგრძელდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.
ვინ არიან DataFest Online - All About AI-ის სპიკერები?
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა გაგვიზიარა ცოდნა და გამოცდილება DataFest Tbilisi-ზე. ფესტივალი კვლავ ვარსკვლავური სპიკერების სიმრავლით გამოირჩევა და უმასპინძლებს ისეთ სპიკერებსა თუ ტრენერებს როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი, AICenter Sweden-ის დირექტორი ჰანი ვაჰაბი, IBM-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან — გილიკინი, AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი რეზა მოუსავი...
ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია "ფორსეტი". ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გრანთ თორნტონი. ფესტივალის მთავარი მედიაპარტნიორია NEXT.On.ge
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები