Apple-ის კეცვადი iPhone 2023 წელს გამოვა
კეცვადი სმარტფონები რომ მომავალია ამაზე ორი აზრი არაა და გასაკვირი არცაა, რომ ტრენდს სამომავლოდ Apple-ც აყვება.
Apple-ის ცნობილი ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუო აცხადებს, რომ კეცვადი iPhone 2023 წელს გამოვა. კუოს თქმით, პირველ კეცვად iPhone-ს 8 ინჩიანი OLED ეკრანი ექნება, რომელსაც Samsung დაამზადებს. მინგ ჩი-კუო ვარაუდობს, რომ Apple-ის სამიზნე 15-დან 20 მილიონამდე ერთეულის დამზადება და გაყიდვა იქნება. ეს ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის. 2020 წლის განმავლობაში ყველა კომპანიის მიერ გაყიდული კეცვადი სმარტფონების რიცხვმა 2,8 მილიონი შეადგინა, აქედან 80% სამსუნგზე მოდის.
"დღეს კეცვადი სმარტფონები მომართულები არიან ტაბლეტებისა და სმარტფონების ფუნქციების გაერთიანებისკენ, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი სმარტფონები ამ ტრენდის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა და დროთა განმავლობაში კეცვადი დიზაინით სხვა პროდუქტებსაც ვიხილავთ. ნელ-ნელა კეცვადი გაჯეტები შეავსებენ ხვრელს სმარტფონებსა და ტაბლეტებს შორის." — ამბობს მინგ ჩი კუო.
სამწუხაროდ კუოს არაფერი უთქვამს მომავალი კეცვადი აიფონების ფასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი 1 800 დოლარზე იაფი უნდა ღირდეს, რადგან Apple-ს გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი სურს.
1 800 დოლარად სწორედ Galaxy Z Fold 2 იყიდება და ნათელია, რომ ის დიდი პოპულარობით სწორედ ფასის გამო ვერ სარგებლობს.
კომენტარები