თეთრი სახლი, შესაძლოა, უხილავი "ენერგიის შეტევის" სამიზნე გამხდარიყო
2016 წლის ბოლოდან, ჰავანაში არსებული აშშ-სა და კანადის სალეჩოს თანამშრომლები ჯანმრთელობის იდუმალ პრობლემებს უჩიოდნენ, დაწყებული სმენის დაქვეითებიდან, მეხსიერების პრობლემებით გაგრძელებული და გულისრევით დასრულებული. ეს სიმპტომები მომავალში "ჰავანას სინდრომის" სახელით გახდა ცნობილი.
ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ინციდენტები, შესაძლოა, უცნობი მტრის მიერ მიკროტალღური იარაღის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული, რომლის სამიზნესაც საელჩოს თანამშრომლები წარმოადგენენ. თუმცა, სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო დასკვნა არ გამოუქვეყნებია.
ახლა კი CNN იუწყება, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე ორ შესაძლო "პირდაპირ ენერგეტიკულ შეტევას" რამდენიმე ფედერალური სააგენტო იძიებს. ეს შემთხვევები, შესაძლოა, კუბაზე მომხდარ ინციდედნტთან იყოს დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნოემბერში თეთრ სახლთან ახლოს მოხდა.
სააგენტოებს მომხდარის შესახებ საბოლოო დასკვნები ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა, ის სიმპტომები, რომლებიც თეთრი სახლის სამხრეთით მდებარე დიდ ოვალურ ბაღთან მომხდარი "შეტევის" შემდეგ ერთ ოფიციალურ პირს გამოუვლინდა, CIA-სა და ჰავანას სახელმწიფო დეპარტამენტში გამოვლენილი სიმპტომებს მსგავსია.
CNN-ის მიხედვით, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლები, რომლებმა ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია აპრილში, საკანონმდებლო ორგანოს მიაწოდეს, ამტკიცებენ, რომ ამ შეტევების უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს. როგორც Politico იუწყება, მათ მიერ ამ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშები ასევე მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავს სიმპტომებს შუა აღმოსავლეთსა და სხვაგან განთავსებული აშშ-ს ჯარებიც განიცდიან.
თუმცა, ამ სავარაუდო შეტევების გამოძიება ძალიან რთულია. ამავდროულად, ბევრი ფიქრობს, რომ Pentagon ამ საკითხის გამოსაძიებლად საკმარისს არ აკეთებს.
"გასულ წელს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოხდა, რომელთა გასარკვევად ბევრი არაფერი გაგვიკეთებია", — განუცხადა Politico-ს ჯიმ ბენქსმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტის (R-IN) წევრმა. "ჩვენ ამას ადრე არ აღვიქვამდით, როგორც სერიოზულ საფრთხეს".
კომენტარები