როგორ გამოვარჩიოთ ღირებული ინფორმაცია მონაცემთა “ხმაურისგან”
დღეს ტარდება ვებინარი, რომელიც მომავლის პროგნოზირებაში დაგეხმარებათ.
გაურკვეველობის შიშის დასაძლევად და სტაბილური მომავლის შესაქმნელად, ჩვენ გვჭირდება ღირებული ინფორმაცია. ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ქაოტურ, სტრესულ სამყაროში, რომელიც სავსეა ხმაურითა და პრობლემებით. კრიტიკული აზროვნება და გაფილტვრის უნარი გვეხმარება, ყურადღება გავამახვილოთ აუცილებელ დეტალებზე და გამოვრიცხოთ უსარგებლო ინფორმაცია.
ზოგჯერ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ინფორმაციის აბსოლუტური უმრავლესობის გაანალიზება გვჭირდება, ზოგჯერ კი — მცირე ნაწილზე კონცენტრირებას უკეთესი შედეგი მოაქვს.
საჭირო ტექნიკებით ინფორმაციის გაანალიზება მომავლის პროგნოზების გაკეთებაში გვეხმარება. მომავლის პროგნოზი კი არაერთი მიმართულებით გვესაჭიროება: რომ შევაფასოთ პროდუქტების და სერვისების მოთხოვნა; შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება; შევქმნათ მიზანდასახული საზოგადოება და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები ყოველდღიურად.
DataFest Tbilisi-ის ვებინარი Illuminate Vast Data Noise იმ ინსტრუმენტებს განიხილავს, რომლებიც დაგვეხმარება მონაცემთა “ხმაურისგან” ღირებული ინფორმაციის გამორჩევაში: ERP Systems - Balance.Ge, Hotjiar, გუგლის ანალიტიკა, Bizagi Modeler — ორგანზომილებიანი პროცესის დიაგრამა, სოციალური მედიისა და ელექტრონული კომერციის სარეკომენდაციო სისტემები, მონაცემთა მოპოვების ინსტრუმენტები, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სენტიმენტების ანალიზი, ღია წყაროების მონაცემთა ბაზა და სხვა.
ვებინარი ღირებული იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მონაცემზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ განსაკუთრებით — ბიზნეს ანალიტიკის სპეციალისტებისთვის; ადამინებისთვის, ვინც დაინტერესებულები არიან კრიპტოვაჭრობით და ნებისმიერი რგოლის მენეჯერებისთვის: ტოპ, უფროსი და საშუალო.
ვებინარს გაუძღვება ნინო კოძახიძე. ნინო Digital Product Owner-ია, რომელსაც IT პროექტების მენეჯმენტის, პროდუქტის განვითარებისა და ბიზნეს ანალიტიკის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. Ნინო არის სერტიფიცირებული SAFE Scrum Master და DevOps პრაქტიკისი, ლექტორი და მკვლევარი.
ვებინარი გაიმართება 27 აპრილს, 18.00 საათზე. ვებინარზე დასასწრებად, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე.
ვებინარი ორგანიზებულია DataFest Tbilisi-ის მიერ, "ფორსეტისა" და "გრანთ თორნთონის" მხარდაჭერით. ვებინარის მედიაპარტნიორია NEXT.On.ge.
კომენტარები