Apple თანამშრომლების საკუთარ ოფისებში ასაცრელად პროგრამას იწყებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Apple-ის თქმით, ის იწყებს პროგრამას, იმისათვის რომ თანამშრომლებს Apple-ის ოფისებში კოვიდვაქცინაციის შესაძლებლობა მისცეს. კომპანია ამისთვის Walgreens Boots Alliance-თან თანამშრომლობს. ის აპირებს გახსნას ვებგვერდი Apple-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც პლატფორმაზე ოფისებში ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას შეძლებენ.
Apple ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა სილიკონ ველიზე, რომელმაც თანამშრომლების ვაქცინირებისთვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა.
Deutsche Bank, ცოტა ხნის წინ, გახდა პირველი დიდი ბანკი ნიუ-იორკში, რომელმაც თანამშრომლებს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია საკუთარსავე ოფისებში შესთავაზა. გასულ თვეს კი Amazon-მა, მისურიში, ნევადასა და კანზასში დაიწყო თანამშრომლების ოფისებში აცრა.
კომენტარები