როგორ გახდა კატა ფიზიკის მოხსენების თანაავტორი
1975 წელს ერთ ფიზიკოსს ახალი დასრულებული ჰქონდა ნაშრომის წერა და უკვე მზად იყო მის გამოსაქვეყნებლად, როდესაც გაახსენდა, რომ მთელ ტექსტში "მე"-ს ნაცვლად "ჩვენ" ჰქონდა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ მოხსენების ერთადერთი ავტორი თვითონ იყო. ტექსტში ყველა "ჩვენ"-ის მოძებნა და გადასწორება ძალიან დაეზარა, ამიტომ გონებამახვილურ ხერხს მიმართა — მან ნაშრომის თანაავტორად თავისი კატა, ჩესტერი მიუთითა.
მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, მეცნიერს უნივერსიტეტში ურეკავდნენ ხოლმე და როდესაც ის გასული იყო, თანაავტორთან ითხოვდნენ გასაუბრებას. მეცნიერმა მოხსენება შეზღუდული რაოდენობით გამოაქვეყნა, რომელსაც ორივე ავტორის ხელმოწერა ჰქონდა დართული (ცხადია, ჩესტერის შემთხვევაში, ეს თათ-მოწერა, ანუ თათის ანაბეჭდი იყო).
დღემდე, ფიზიკის ნაშრომებში ხშირად მოიხსენიებენ F.D.C. ვილარდს (Felix Domesticus, ჩესტერ ვილარდი — ვილარდი ავტორის მამის სახელია) და მადლობას უხდიან მას აღნიშნული საკითხის გარკვევაში შეტანილი სასარგებლო წვლილისთვის.
კომენტარები