მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ იცვლის სქესს წვერიანი დრაკონი
მეცნიერებმა დიდი ხნის საიდუმლოზე პასუხი იპოვეს. საუბარია წვერიანი დრაკონების ემბრიონზე, რომელიც გარემოს ტემპერატურის მიხედვით, საკუთარ სქესს განსაზღვრავს.
უკვე ხუთი ათწლეულის განმავლობაში ბიოლოგებმა იციან, რომ მრავალ ქვეწარმავალსა და თევზში, ემბრიონის სქესის ჩამოყალიბება გარემოს ტემპერატურაზეა დამოკიდებული, თუმცა უცნობი იყოს ამის ზუსტი მექანიზმი.
აქამდე ვიცოდით, რომ წვერიანი დრაკონების ემბრიონის მამრად და მდედრად ჩამოყალიბებას ორი პირობა განსაზღვრავდა. პირველი მიზეზი რეპტილიის სქესობრივი ქრომოსომაა, ხოლო მეორე ჩამოყალიბების დროს მაღალი ტემპერატურის ფაქტორია. მიმდინარე კვლევაში, მკვლევრებმა, მათ შორის ავსტრალიის კანბერას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სწორედ მეორე პირობა გააანალიზეს.
მკვლევრების თქმით, ამ სახეობის მამრებს ორი ერთნაირი სქესის ქრომოსომა (ZZ) აქვთ, ხოლო მდედრებს ორი განსხვავებული სქესის ქრომოსომა (ZW) აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია, მამრობითი ემბრიონი საბოლოოდ მდედრობითად ყალიბდება.
კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა ორივე ტიპის, ქრომოსომით და მაღალი ტემპერატურით ჩამოყალიბებული, მდედრი რეპტილიების გენები შეადარეს. დასკვნებმა აჩვენა, რომ თავდაპირველად გენების სხვადასხვა ნაკრები (ZW) აქტიურია მდედრის ორივე ტიპში, მაგრამ უკვე გარემო პირობებიდან გამომდინარე წარმოიქმნება საკვერცხეები.
ეს პირველი კვლევაა, რომელიც რეპტილიებში საკვერცხეების წარმოქმნის ორ გზას ხსნის.
"ეს ახალი ცოდნა გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ როგორი როლი აქვს ტემპერატურას სქესის ჩამოყალიბების შემთხვევაში. მიხარია, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობ და ბიოლოგი ვარ." — ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი ვაითლი.
კომენტარები