Apple-ის ღონისძიება, Spring Loaded დღეს გაიმართება
Apple წლის პირველ ღონისძიებას დღეს გამართავს. შეხვედრა ისევ დისტანციური ჩატარდება და კომპანია განახლებულ, M1 პროცესორზე მომუშავე iPad Pro-სა და AirTag-ებს გვანახებს. ამ უკანასკნელის გამოშვების შესახებ ჯერ კიდევ შარშან, წლის პირველ ნახევარში იწერებოდა.
ღონისძიება ჩვენი დროით საღამოს ცხრა საათზე გაიმართება. მის ნახვას Apple-ის YouTube არხზე პირდაპირ ეთერში შეძლებთ.
ახალი iPad Pro-ების დიზაინი მკვეთრად შეცვლილი არ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი აქ პროცესორია, Apple-ის ფლაგმანურ ტაბლეტში მოდიფიცირებულ M1 პროცესორს ვიხილავთ. iPad Pro სავარაუდოდ MiniLed ეკრანსაც მიიღებს, იმედია 12,9 ინჩიან მოდელში მაინც. ეს მკვეთრად გააუმჯობესებს სიკაშკაშესა და ხედვის კუთხეს.
ახალ iPad Pro-ში ასევე ვნახავთ Thunderbolt პორტს. მას ასევე ექნება USB-C პორტიც, რომელშიც გარე მონიტორის ან სხვა რაიმე აქსესუარის შეერთებას შეძლებთ.
iPad Pro-ს გარდა, ტექნოლოგიური გიგანტი, როგორც იქნა გამოუშვებს ტრეკერებს. მათ შესახებ უკვე რამდენიმე წელია იწერება, ყველაზე ახლოს გამოჩენასთან ისინი შარშან იყვნენ, თუმცა Apple-მა მათი გამოშვება წელს გადაწყვიტა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, შესაძლოა ღონისძიებაზე განახლებული iMac-იც ვიხილოთ, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული ნამდვილად არ არის.
ღონისძიება რამდენიმე საათში დაიწყება და, როგორც უკვე გითხარით, მის ნახვას YouTube-ზე შეძლებთ.
კომენტარები