ძაღლებს კორონავირუსის დაფიქსირება 96%-იანი სიზუსტით შეუძლიათ — კვლევა
ძაღლები ადამიანების საუკეთესო მეგობრებად მიიჩნევიან. ისინი ძალიან ბევრ რამეში გვეხმარებიან და ახლა აღმოჩნდა, რომ მათ კორონავირუსის დაფიქსირება 96%-იანი სიზუსტით შეუძლიათ. ამას ახალი კვლევა ადასტურებს.
მსგავსი კვლევა რამდენიმე თვის წინაც ჩატარდა, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ ზოგ ძაღლს COVID-19-ის აღმოჩენა შეუძლია. თუმცა, მაშინ საუბარი იყო 76%-იან სიზუსტეზე. ახალი კვლევის თანახმად, არსებობს უკეთესი მეთოდიც, რის მიხედვითაც ძაღლებს კორონავირუსის დაფიქსირება 96%-იანი სიზუსტით შეუძლიათ.
"ეს ყველაფერი ძაღლებისთვის მარტივი ნამდვილად არ არის. მათ უნდა მოახერხონ და ისეთი სპეციფიკური ფაქტორები გაარჩიონ, რაც კაცებს, ქალებს, ბავშვებს და ზრდასრულებს განასხვავებენ." — თქვა სანტია ოტომ, კვლევის ავტორმა.
მკვლევრებმა ძაღლებს COVID დადებითი, უარყოფითი და ვაქცინირებული პირების სუნების გარჩევა ასწავლეს. ამისთვის მკვლევრები ძირითადად ადამიანების გამოყენებულ მაისურებს იყენებდნენ.
"წინა კვლევისგან განსხვავებით, ძაღლების გასაწვრთნელად, მაისურებთან ერთად სხვდასხვა ნიმუშსაც ვაგროვებდით." — ამბობენ მკვლევრები.
სამ კვირიანი წვრთნების შემდეგ, ძაღლებმა კორონავირუსი 96%-იანი სიზუსტით დააფიქსირეს. ეს შედეგები ბევრ რამეზე მეტყველებს და მომავალში ვირუსის უკეთ გამოვლენაში დაგვეხმარება.
კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები