აშშ-ის ჯაშუშების მიხედვით, ჩინეთი კოსმოსური შეიარაღების შექმნას გეგმავს
აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამმართველომ ცოტა ხნის წინ "საზარელი გაფრთხილება" გასცა იმის შესახებ, რომ ჩინეთი, რომელიც კოსმოსში ამერიკის დომინანტობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის, კოსმოსური შეიარაღების შექმნისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს.
სამმართველომ (ODNI) გასულ კვირას გლობალური რისკების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს ჩინეთის სამხედრო და კომერციული აქტივობის ზრდას დედამიწის ორბიტაზე.
Defense News-ის ანალიზის მიხედვით, ამერიკელებს ყველაზე მეტად ის აშფოთებთ, რომ ჩინეთის მიერ სატელიტების რეაქტიული ჭურვებით ჩამოგდებისა და ლაზერებით მათი გაუვნებლების შესაძლებლობები მუდმივად იზრდება. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ ევრაზიის მეორე უდიდესი სახელმწიფო კოსმოსური შეიარაღების შექმნას გეგმავს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი მომავალი კონფლიქტის შემთხვევაში.
ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ ჩინეთი უკვე თითქმის მზადაა, დაიწყოს თავისი კოსმოსური სადგურის აგება ორბიტაზე. ეს სახელმწიფო ინტენსიურად არის ჩართული კოსმოსურ ოპერაციებსა და კვლევებში. ეს ყველაფერი კი იმის დემონსტრაციას წარმოადგენს, რომ ისინი აშკარად ცდილობენ კოსმოსში ლიდერობის მოპოვებას.
კომენტარები