აღმოაჩინეს უძველესი და უდიდესი ეგვიპტური ქალაქი, რომელიც ფაქტობრივად, ხელუხლებელია
არქეოლოგებმა უდიდესი ეგვიპტური ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც 3000 წლით არის დათარიღებული.
წამყვანი არქეოლოგის, ზაჰი ჰავსის თქმით, ქალაქი სახელწოდებით "Rise of Aten" ლუქსორის დასავლეთით, ქვიშის ქვეშ აღმოაჩინეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქი ფარაონ ამენჰოტეპ III-ის თანამედროვე იყო. ეს ფარაონი ეგვიპტეს ძვ. წ. 1391 — 1353 წლებში მართავდა.
"ეს თავის დროს ეგვიპტის იმპერიაში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული და სამრეწველო დასახლება იყო." — თქვა ჰავასმა.
ქალაქის ქუჩები, სახლებითა არის შემოფარგლული, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხელუხლებელი კედლები აქვთ. მეტიც, სახლებში უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთიცაა.
ასევე, მკვლევრებმა აღმოაჩინეს დიდი საცხობი ღუმელით და ჭურჭლის საცავით. საცხობის ზომა მიანიშნებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყენებდა.
ყველაფერთან ერთად, აღმოაჩინეს სამარხი და ადამიანის ჩონჩხი.
"ჩონჩხის ადგილმდებარეობა და პოზიცია საკმაოდ უცნაურია. ამის მიზეზს შემდეგი კვლევები გვეტყვის." — ნათქვამია არქეოლოგების განცხადებაში.
"ტუტანხამონის საფლავის შემდეგ, ეს ქალაქი ეგვიპტის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა." — ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის პროფესორმა, ბეტსი ბრაიანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრების გუნდმა წარწერაც იპოვა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 1337 წლით თარიღდება. ეს ადასტურებს, რომ ქალაქი აქტიური სწორედ ამ დროისთვის იყო.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძვ.წ. 1337 წლის შემდეგ, ეგვიპტელებმა ქალაქი მიატოვეს და ამარანაში გადასახლდნენ. თუმცა, ამის ზუსტი მიზეზი მეცნიერებმა ჯერ არ იციან.
"დაკარგული ქალაქის აღმოჩენა ძალიან დიდ ინფორმაციას მოგვცემს. ასე კარგად შემონახული ქალაქის ხარჯზე უფრო დეტალურად გავიგებთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ეგვიპტელები. ამასთან, გავიგებთ თუ რატომ გადაწყვიტეს ახნატონმა და ნეფერტიტიმ დედაქალაქის შეცვლა და ამარნაში გადასვლა." — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები