PIxel 5-ის GPU-ს წარმადობა აპრილის განახლებით 50%-ით გაიზარდა
Google-მა ანდროიდის აპრილის უსაფრთხოების განახლება გამოუშვა და ის Pixel-ებზე უკვე ხელმისაწვდომია. გუგლის თქმით, Pixel 5-სა და Pixel 4a 5G-სათვის განახლება გრაფიკულად ინტენსიური აპლიკაციებისა თუ თამაშებისათვის წარმადობის ოპტიმიზაციასაც მოიცავს.
XDA-Developers აღნიშნავს, რომ სმარტფონების შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და Pixel 5-ის GPU ახლა ბევრად ძლიერია.
როდესაც Android 11-ის პირველი სტაბილური ანაწყობი გამოვიდა, Pixel-ის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ GPU-ს მიერ სინთეტიკურ ტესტებში მიღებული ქულები საგრძნობლად შემცირდა. რადგან Pixel 4a 5G და Pixel 5 ყუთიდანვე Android 11-ით გამოვიდნენ, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ეხებოდა თუ არა იგივე პრობლემა მათ.
მიუხედავად ამისა, Anandtech-მა ტესტებში აღნიშნა, რომ Pixel 5-ის წარმადობა საგრძნობლად ჩამორჩებოდა სხვა Snapdragon 765G-ზე მომუშავე სმარტფონებს.
აპრილის განახლების შემდეგ ეს მდგომარეობა შეიცვალა. დღეიდან Pixel 4a 5G და Pixel 5 პროცესორისა და ვიდეობარათის სრულ პოტენციალს გამოიყენებენ.
DerStandard-მა სმარტფონების განახლების შემდეგ გატესტა და შედეგი ნამდვილად სერიოზულია. 3DMark-ის ქულების მიხედვით სმარტფონებს 30-50% წინსვლა აქვთ. განახლებამდე Pixel 5 დაახლოებით 2278/2260 ქულის მოგროვებას ახერხებდა, აპრილის განახლების შემდეგ კი ეს ნიშნული 3286/3083-მდე გაიაზრდა.
ჯერ კიდევ დაუდგენელია თუ რა იწვევდა GPU-ს წარმადობის შემცირებას, Android 11-ის განახლება თუ უბრალოდ გუგლის რაიმე შეცდომა.
კომენტარები