ღრუბლებში დაბალი ტემპერატურის რეკორდი -111 C გრადუსი დაფიქსირდა
მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც 2018 წელს, ტროპიკული ქარიშხლის ღრუბელთა სისტემაში, -111 C გრადუსი დაფიქსირდა. ქარიშხლის ღრუბლების ტემპერატურის შემჩნევა 2018 წლის 29 დეკემბერს, წყნარი ოკეანის დასავლეთ ეკვადორიასთან, აშშ-ის თანამგზავრმა Noaa-20 შეძლო. ეს აქამდე დაფიქსირებულთა შორის რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა. აღსანიშნავია, რომ ღრუბელთა სისტემის ყველაზე მაღალი წეტილი დედამიწიდან 20.5 კილომეტრით იყო დაშორებული.
ყველას გვინახავს ღრუბელთა შეჯგუფებები ცხელი ზაფხულის დღეებში. რას ფიქრობთ, როგორი იქნება მათი ტემპერატურა? ღრუბლის პიკი ძალიან ცივია, მეტიც, ის შეიძლება -100 C გრადუსამდეც იყოს. თუმცა 2018 წლის დეკემბერს დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურა რეკორდულია.
მეტეოროლოგიური სააგენტოების თანამგზავრების სენსორების დიდ ნაწილს, Noaa-20-ის ინფრაწითელი რადიომეტრისგან განსხვავებით, არ შეუძლია მსგავსად დაბალი ტემპერატურის აღქმა. შესაბამისად, მათი გაუმჯობესება სამომავლო გამოწვევაა და იმის საფუძველიც, რომ სამომავლოდ, ქარიშხლის ღრუბლების ტემპერატურის შესახებ მეტი რამ ვიცოდეთ.
კომენტარები