31 მარტი Mario-ს სიკვდილის დღედ გამოცხადდება
თუ სოციალურ მედიაში აგორებულ კამპანიას დავუჯერებთ, 31 მარტს ვიდეოთამაშების საკულტო პერსონაჟი მარიო მოკვდება.
სოციალურ ქსელებში ფანები მასიურად ავრცელებნ პოსტებსა და მიმებს იმის შესახებ, რომ მარიო 31 მარტს ინტერნეტიდან გაქრება. ეს ყველაფერი Nintendo-ს გადაწყვეტილებას უკავშირდება. კომპანიამ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გადაწყვიტა, რომ რამდენიმე თამაში გაყიდვიდან ამოიღოს.
31 მარტიდან, Super Mario 3D All-Stars — თამაში, რომელიც მარიოს N64-ის, GameCube-ისა და Wii-ს კლასიკურ ვერსიებს აერთიანებს, ციფრული მაღაზიიდან გაქრება. თამაში ხელახლა სულ ახლახან, 2020 წლის შემოდგომას გამოვიდა, სწორედ ამიტომ ნინტენდოს გადაწყვეტილება გეიმერებს შორის სპეკულაციების მიზეზი გახდა. გავრცელდა ხმები იმის შესახებაც, რომ კომპანია თამაშებს დაანაწევრებს და მათ გაყიდვას სათითაოდ დაიწყებს, თუმცა ამის დაზუსტება ჯერ ვერ ხერხდება.
კომენტარები