ილონ მასკს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ საინტერესო არგუმენტი აქვს
Tesla-ს და SpaceX-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ამტკიცებს, რომ Twitter-ზე გამოქვეყნებული მისი ბოლო მიმი "ყველაზე ძლიერი არგუმენტია უცხოპლანეტელების წინააღმდეგ".
მარცხენა გრაფიკი გვიჩვენებს, თუ როგორ უმჯობესდებოდა კამერის რეზოლუცია მეცხრამეტე საუკუნიდან — მიუხედავად ამისა, UFO-ს (უცნობი მფრინავი ობიექტი) სურათები ისევ წარმოუდგენლად პიქსელირებული და დაბალი ხარისხისაა.
მისმა პოსტმა Twitter-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის ლაიქიც კი მიიღო.
"ჩემი ცოდნით... არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ", — უთხრა მასკმა ჯო როგანს თებერვლის ინტერვიუში.
"გულწრფელად ვფიქრობ, რომ აქ უცხოპლანეტელები რომ არსებობდნენ, მეცოდინებოდა", — უთხრა მან როგანს, რაზეც როგანმა უპასუხა — "იმედია".
მასკმა პოდკასტერს ისიც უთხრა, რომ უცხოპლანეტელების ძიება "დროის კარგვაა".
კომენტარები