CDC-ს ანგარიში ამერიკელებისთვის დამაიმედებელია. აცრაზე ხელი უფრო მეტ ამერიკელს მიუწვდება და COVID-ისგან უფრო მეტი ადამიანია დაცული.

CDC-ის მიხედვით, კვირა დღეს იმუნიზაციისთვის 3 მილიონზე მეტი დოზა იყო გამოყენებული. შაბათს კი 3,12 მილიონი.

"პირველადაა, როცა 3 მილიონი ან მეტი დოზა გამოვიყენეთ, ორი დღის მიყოლებით", — განაცხადა თეთრი სახლის COVID-19-ის მონაცემთა დირექტორმა, საირუს შაპარმა. აშშ-ში კორონავირუსის გამო ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ეს რიცხვი 540 000-ს აღემატება. ახლა კი ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმუნიზაციის პროგრამა აქვს.

65 წელს გადაცილებული ადამიანების 69%-ზე მეტმა მინიმუმ 1 დოზა უკვე მიიღო.

ქვეყნის პრეზიდენმა, ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში იმაზე მეტი ადამიანი აცრა, ვიდრე მოლოდინი იყო. მისი თქმით 100 დღეში 100 მილიონი ადამიანის აცრა მხოლოდ მინიმალური გათვლა იყო.

აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 3 ვაქცინას იყენებენ: Pfizer-ს, Moderna-ს და Johnson & Johnson-ს. აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ მაისის ბოლომდე, სავარაუდოდ, ყველა ამერიკელი ზრდასრული აიცრება.