ფოტოგრაფს ირმის ნახტომის ამ საოცარი ფოტოს გადასაღებად 12 წელი დასჭირდა
კოსმოსი ჩვენ გარშემო იმდენად დიდი და უკიდეგანოა, რომ კაცობრიობა და დედამიწა მასთან შედარებით უმნიშვნელო და პატარა ჩანს. ამ განცდას ფინელი ასტროფოტოგრაფი ჯ-პ მეტსავაინიოს ირმის ნახტომის გასაოცარი 1,7 გიგაპიქსელიანი ფოტო კარგად გადმოსცემს.
მეტსავაინიო თავის საიტზე კოსმოსის თვალწარმტაც ფოტოებს მუდმივად დებს. მისი ბოლო პროექტი ჩვენი გალაქტიკის მოზაიკური ფოტოს შედგენა იყო. ამისთვის ასტროფოტოგრაფმა ფოტოების გადაღება ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როცა ირმის ნახტომის სხვადასხვა ნისლეულებს ასურათებდა. ბოლოს კი შეგროვილი ფოტოების შეერთება და ერთი გიგანტური ფოტოს შექმნა გადაწყვიტა.
მოზაიკური ფოტოს სისრულეში მოყვანას, დაახლოებით, 12 წელი დასჭირდა. გარდა იმისა, რომ ფოტო ვიზუალურად შთამბეჭდავია, მის მიღმა საკმაოდ დიდი შრომა დევს. ასეთ ფოტოს გადაღებას ღამის ცის რუკის კარგი, აკურატული ცოდნა სჭირდება. ფოტოზე 20 მილიონამდე ვარსკვლავი და არაერთი ნისლეულია აღბეჭდილი.
კომენტარები