Tinder-ის ახალი ფუნქცია ადამიანების წარსულის შემოწმების საშუალებას მოგცემთ
დეითინგ აპლიკაცია Tinder მალე თავის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ადმიანთან შეხვედრამდე მისი წარსულის შესახებ მოიპოვოს გარკვეული ინფორმაცია. ამის შესახებ The Verge წერს.
Tinder-ის მშობელმა კომპანიამ, Match Group-მა არაკომერციულ კომპანია Garbo-ში ჩადო ინვესტიცია, რომელიც ადამიანის სახელისა და ტელეფონის ნომრის საფუძველზე მისი წარსულის ინფორმაციის მოწოდებას უზრუნველყოფს. ამ თანამშრომლობამ, შესაძლოა, ონლაინ ურთიერთობებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მომავალი შეცვალოს.
ეს ბევრისთვის არც ისე სასიხარულო ცვლილებაა იმის გათვალისწინებით, რომ Tinder-ის მომხმარებლები პროფილების თვალიერებისას მათი კრიმინალური მონაცემების საფუძველზე შეძლებენ ადამიანების არჩევას პოტენციური შეხვედრისთვის.
Garbo-მ თებერვალში განაცხადა, რომ ისინი პლატფორმაზე არ უზრუნველყოფდნენ ინფორმაციას მომხმარებლების მიერ ნარკოტიკების ფლობის ბრალდების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მონაცემები არასწორ ხელში მოხვდება, ამან შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს, ამიტომ კომპანიამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. გასულ ზაფხულს Tinder-მა მომხმარებლები მხოლოდ #blacklivesmatter ჰეშთეგის გამოყენების გამო დაბლოკა.
თუმცა, სავარაუდოდ, ამ მონაცემების სანახავად Tinder თავის მომხმარებლებს გარკვეულ გადასახადს დააკისრებს. მოსალოდნელია, რომ Match Group-მა ეს ფუნქცია გაავრცელოს თავის სხვა დეითინგ აპლიკაციებზეც — მათ შორის OKCupid0-სა და Hinge-ზე.
MatchGroup-ის მიხედვით, ისინი ადამიანების პირად ინფორმაციას Garbo-ს არ გაუზიარებენ — Garbo მომხმარებლების შესახებ მხოლოდ მათ სახელსა და ტელეფონის ნომერს, ან სახელსა და გვარს მიიღებს.
კომენტარები