კომპიუტერების განვითარებასთან ერთად, ჩნდება შეკითხვა, ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში? ის რომ ჩვენი სამყარო, ვიღაცის ან სულაც რაღაცის მიერ შექმნილი სიმულაცია შეიძლება იყოს, ბევრ მოაზროვნეს და მეცნიერს დასაშვები ჰგონია. მეტიც, ზოგი ამაში დარწმუნებულიც არის.
სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანის მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშები ძალიან პრიმიტიული იყო. ახლა, დახვეწილ გრაფიკასთან ერთად, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებიც გვაქვს. სპეციალური ჩაფხუტის გაკეთების შემდეგ, ძალიან მარტივია დაიჯეროთ, რომ ვირტუალური რეალობა ნამდვილია. და თუ ეს ასეა, რა მოხდება შორეულ მომავალში? როდის წაიშლება ზღვარი სიმულაციასა და რეალობას შორის?
თუ ჩვენ დამაჯერებელი ვირტუალური რეალობის შექმნის პოტენციალი გვაქვს, მაშინ რა ვიცით, რომ იგივე ოდესღაც სხვებმაც არ შეძლეს და ახლა ჩვენც ერთ-ერთ ასეთ სიმულაციაში არ ვიმყოფებით? თუმცა, ეს მხოლოდ თეორიებია და ზუსტად რამის თქმის ნაცვლად, მხოლოდ კითხვების დასმა შეგვიძლია.
რა თქმა უნდა, მაშინ როცა მეცნიერება ვერ სცემს ზუსტ პასუხს ამ კითხვას, ვერც ეს ტესტი გეტყვით ზუსტად, ხართ თუ არა სიმულაციაში, მაგრამ გეტყვით იმას თუ რისი გჯერათ.
"მალე ადამიანი ვირტუალურ რეალობას, ჩვენთვის ცნობილი რეალობისგან საერთოდ ვეღარ გაარჩევს. რა ვიცით, რომ ეს უკვე არ მოხდა წარსულში და ახლაც ერთ-ერთ ასეთ ვირტუალურ რეალობაში არ ვიმყოფებით?"
კომენტარები