Volocopter ორ წელიწადში საჰაერო ტაქსებით მომსახურებას დაიწყებს
კომპანია Volocopter, რომელიც გერმანიაში, 2011 წელს დაარსდა, მალე საჰაერო ტაქსის მომსახურებას შემოგვთავაზებს.
კომპანიამ განაცხადა, რომ ახლახან საჰაერო ტაქსების სერვისის შესაქმნელად, 200 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა. საერთო ჯამში კი, მათ ამისთვის 322 მილიონი ევრო მოაგროვეს.
ამავე განცხადებაში კომპანია განმარტავს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, საჰაერო ტაქსების მომსახურებას დაიწყებს. Volocopter უკვე დიდი ხანია სატესტო ფრენებს ახორციელებს. მაგალითად, საცდელი ფრენები ჰელსინკში, შტუტგარტში, დუბაიში და სინგაპურში უკვე ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მარშრუტები ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული, კომპანიის თქმით, საჰაერო ტაქსის სერვისების ვალდებულება უკვე აიღო. მათი მომსახურება მიღება პირველად სინგაპურში და პარიზში შეეძლებათ.
"ჩვენ ამ ინდუსტრიაში კონკურენტებს მკვეთრად ვუსწრებთ და ამაზე ჩვენი მიღწევები მეტყველებს. არც ერთ ელექტრო საჰაერო ტაქსის კომპანიას, მსოფლიოს მასშტაბით, არ აქვს შესრულებული იმდენი ფრენა, რამდენიც ჩვენ და ეს ყველაფერი მარეგულირებლების სრული თანხმობით", — ამბობს ფლორიან რიუტერი, Volocopter-ის აღმასრულებელი დირექტორი.
Volocopter, ამ ეტაპზე, საფრენი ტაქსების ორ განსხვავებულ მოდელს, VeloCity-ს და VoloDrone-ს ამუშავებს. კომპანია ადრეც ამბობდა, რომ 2023 წლისთვის აქტიურ მომსახურებას დაიწყებდა და ახალი დაფინანსება კი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
კომენტარები