Instagram-მა Live Rooms-ის ფუნქცია დაამატა — როგორ გამოვიყენოთ
1 მარტიდან, Instagram-მა Live Rooms ფუნქცია დაამატა, რომელიც საშუალებას მოგცემთ 4 ადამიანი ერთობლივად გახვიდეთ პირდაპირ ეთერში. სოციალური ქსელი ამით ცდილობს ხელი შეუწყოს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც საერთო პირდაპირი ეთერების მოწყობა და კონკრეტულ თემებზე საუბარი უნდათ. ფუნქცია, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ყველა მომხმარებელთან გამოჩნდება.
პანდემიის პირობებში, Instagram-ის ლაივებს არაერთი ადამიანი იყენებდა სხვადასხვა მიზნისთვის. აქამდე მისი გამოყენებით მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო ლაივში გასვლა. ამ ფუნქციას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებული სწორი ინფორმაციის გასავრცელებლადაც იყენებდა, ინფლუენსერები სხვადასხვა თემას მიმოიხილავდნენ და ა.შ. ახლა კი ამ ფორმატში მეტი სპიკერის ჩართვა შეგვიძლია.
როგორ გამოვიყენოთ
Live Room-ის დასაწყებად უნდა შეხვიდეთ კონტენტის დამატების განყოფილებაში, იპოვოთ Live ფუნქცია, დააჭიროთ ლაივის დასათაურებას და შემდეგ გამოჩენილ Rooms-ის აიქონზე დაკლიკვის გზით, დაამატოთ თქვენი სტუმრები. თუ კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ 3 სტუმარი არ გყავთ და მხოლოდ ერთ სპიკერთან ერთად საუბრობთ, აპლიკაცია სტუმრობის მსურველების შემოთავაზებებსაც გიჩვენებთ (თუ მსურველები იქნებიან). როგორც ლაივ ჩართვის ორგანიზატორს, თქვენ გაქვთ უფლება დაამატოთ ან გამოთიშოთ ჩართვას სპიკერები.
რამდენიმე სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში გასვლა კარგი გზა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი აუდიტორიის გასაზრდელად, რადგან სტუმრების გამომწერებსაც მიუვათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ გამოწერილი ადამიანი LIVE Rooms-ის სტუმარია.
კომენტარები