ამ სტარტაპს სურს, თავის ქალაზე "ტვინის წამკითხველი" ტატუ დაიტანოს
Brain Scientific სტარტაპია, რომელიც ეგრეთ წოდებულ "ელექტრონულ ტატუზე" მუშაობს. ამ მოწყობილობის, პატარა რობოტულ ხელსაწყოსთან ერთად, ადამიანის თავის ქალაზე დატანით, ტვინში წარმოქმნილი "ტალღების" წაკითხვა იქნება შესაძლებელი.
ელექტრონული ტატუ, რეალურად, ძალიან პატარა ელექტროდების გროვაა, ადამიანის თმის ღერის სისქისაც კი არაა, კანს ემაგრება და ამგვარად მუშაობს.
ელექტრონული ტატუს გაკეთების შემდეგ, ის ნეირონულ სიგანალებს, რეალურ დროში, მიკრო EEG-ის პროცესორის მეშვეობით გადმოსცემს, რომელიც ყურზე მაგრდება (ტატუს საყურეც მოჰყვება). ეს პროცესორი საფოსტო მარკისხელაა, თუმცა, კომპანია ცდილობს, ის ზომაში კიდევ უფრო შეამციროს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ბრაუჩ გოლდშტეინი მიიჩნევს, რომ ელექტრონული ტატუთი შეგროვებული მონაცემები სამედიცინო კვლევისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ის იმედოვნებს, რომ ეს ხელსაწყო, ექიმებს EEG-ის მონაცემების რეალურ დროში შეფასების საშუალებას მისცემს.
ელექტრონული ტატუ შეიძლება ვირტუალური თამაშების და ვირტუალური რეალობის განვითარებაშიც იყოს გამოყენებული. წარმოიდგინეთ თამაში, რომელსაც მავანი უბრალოდ "ფიქრებით" მართავს.
იმის გამო, რომ ელექტრონული ტატუ ძალიან პატარა კომპონენტებისგან შედგება, ის თმის ზრდას ხელს არ უშლის. ასე რომ, კანქვეშ დამაგრებული "ტატუ" შეუმჩნეველი იქნება.
კომპანიის ერთ-ერთი ამბიციაა ისეთი ნეირონული აქტივობის დაფიქსირება, რომელიც ეპილეპსიური ეპიზოდის მომასწავებელია. თუმცა, ამ მომენტისთვის არავინ იცის ზუსტად, რა ნეირონული აქტივობა განაპირობებს ეპილეფსიას ან თუ არსებობს საერთოდ მსაგვსი რამ.
ჯერჯერობით, ტექნოლოგია ძალიან ადრეულ სტადიაშია და რთული სათქმელია, მიაღწევს თუ არა ის დასახულ მიზნებს, თუმცა, დამატებითი კვლევისთვის ელექტრონული ტატუ საინტერესო რამაა.
კომენტარები