როგორ უნდა შევძლოთ მოსწავლეების მოტივირება — ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან
სწავლის საბაზისო საფეხური (VII-IX კლასები) მოზარდის ჩამოყალიბების იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბევრი გარდამტეხი ცვლილება იწყება. ამ დროს საკუთარი თავის ძიება და გარემოს ემოციური აღქმა ბევრად გამძაფრებულია, 12-15 წლის მოზარდი განსაკუთრებით კრიტიკულია გარემოს მიმართ და ცდილობს საკუთარი სურვილები თუ მისწრაფებები განსაკუთრებით დაიცვას. ამ ასაკში სასწავლო გარემოს ყველა ნაკლოვანება მეტად შესამჩნევი ხდება და სამომავლო პერსპექტივების გადაფასებაც აქტიურია.
2019/2020 სასწავლო წლებში 8 247-მა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა, ნახევარზე მეტმა, 4835-მა მოსწავლემ კი სწავლა საბაზისო საფეხურის პერიოდში შეაჩერა. ხშირად ამის მიზეზი მატერიალური პრობლემები, ან დაბალი აკადემიური მოსწრებაა, რა დროსაც არჩევანის პროფესიულ სასწავლებლებზე შეჩერება ბევრად მართებულია.
ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ სწავლის კრიზისული პერიოდები, როდესაც ჩვენს გარშემო სწავლას არ წყვეტდნენ, თუმცა აკადემიური მოსწრება უარესდებოდა, ხშირად ეს მდგომარეობაც საბაზისო საფეხურსთვის არის დამახასიათებელი. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება მოვუძებნოთ სწავლის მეთოდების ათვალწუნება, ემოციური სირთულეები თუ სამომავლო პერსპექტივების გადაფასების პროცესი, მაგრამ სკოლა აკადემიური მოსწრების შესანარჩუნებლად და მოზარდებთან სასაუბროდ კრეატიულ, ინოვაციურ გზებს უნდა ეძებდეს, რაც შეიძლება სიტუაციის გამოსწორებაში დაგვეხმაროს.
სწავლის სურვილის დაკარგვაზე და იმ ნაბიჯებზე, რაც მასწავლებელმა უნდა გადადგას, რათა მოსწავლის მოტივირება შეძლოს, ლადო აფხაზავას ვესაუბრეთ, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, რომელმაც 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიიღო და მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.
სწავლის ძირიც ტკბილი უნდა იყოს
სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა დაწყებითი კლასებიდან უნდა მოხდეს, რომელიც ერთგვარი საძირკველია, რომელზეც სწავლის მიმართ სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება უნდა დაშენდეს. ლადო აფხაზავას აზრით, მცირე ასაკში, როდესაც ბავშვი ყველაზე კრეატიულია უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის საშუალება, რათა მიხვდეს, რომ მისი აზრი აინტერესებთ.
"ერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ სკოლაში: დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები დავსვით და ორივე ჯგუფს მივეცით ერთი უბრალო სკრეპი და ვთხოვეთ ამ ნივთისთვის სხვადასხვა დანიშნულება მოეძებნათ. მოსწავლეებმა 30-მდე სხვადასხვა ფუნქციით დატვირთეს სკრეპი, მასწავლებლებმა კი 7-8 გამოყენება მოიფიქრეს. მცირე ასაკში ბავშვი მეტად კრეატიულია და ამ პერიოდში მას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დასვას კითხვები, ისაუბრობს პრობლემებზე, მისი გადაჭრის გზებზე. ამ დროს მასწავლებელი ლიდერად აღქიმება, მაგრამ აუცილებელია მოსწავლეების აზრი მეტად მოვისმინოთ" — ამბობს ლადო აფხაზავა და ამატებს — "რატომ უნდა იყოს სწავლის ძირი მწარე, რატომ არ შეიძლება სიტკბოთი და ზრუნვით ვასწავლოთ. ჩვენ მაინც არ ვიცით, როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან როგორი ცხოვრება ექნებათ, სანამ დრო გვაქვს უნდა ვიზრუნოთ, გავათამამოთ. მე ასე ვიქცევი და ამით არასდროს წამიგია, ვიცი რომ მათთვის ბავშვობის გალამაზება ვცადე".
ხშირად მოსწავლე სასწავლო პროცესის მთავარ ფიგურად არ ითვლება, მასწავლებლები დიდი ავტორიტეტები არიან და ხშირად საკუთარი უპირატესობების დამტკიცებას ცდილობენ, რასაც საზიანო შედეგი მოაქვს. ლადო აფხაზავა აღნიშნავს, რომ მოსწავლე უნდა ვაქციოთ სასწავლო პროცესის ცენტრად:
"ისწავლე, თუ გინდა მომავალი გქონდეს — ეს ის ფრაზაა, რომელსაც ბევრი მასწავლებელი იყენებს, რაც არასწორია და უფრო ცუდი შედექი მოაქვს. ჩვენ მათ მოიტვირებას უნდა შევუწყოთ ხელი. მოსწავლე ყველა ღონისძიების ცენტრი უნდა იყოს, რადგან ის არის სწავლის პროცესის მთავარი ფიგურა. ვინც ნაკლები მონდომებით სწავლობს, მეტად უნდა დავაკავოთ სხვადასხვა პროექტებში. შეიძლება მას 2-გვერდიანი ტექსტის სწავლა არ უნდა, მაგრამ პროექტებით ბევრად მნიშვნელოვან თვისებებს იძენს: თანამშრომლობის უნარს, კრეატიული მხარის წინ წამოწევას, ინიციატივის აღებას. სწავლის პროცესი ერთფეროვანი არ უნდა იყოს. სკოლა სიამოვნების წყარო უნდა იყოს და მოვალეობად არ უნდა იქცეს, არ უნდა ვაძალებდეთ სწავლას, მათში სურვილი უნდა გავაღვიძოთ".
როგორ უნდა ვისწავლოთ მოზარდებთან ურთიერთობა
სწავლის საბაზისო საფეხურზე გადასვლა, რომელსაც მიდგომების შეცვლა არ მოსდევს და მასწავლებლის როლიც იგივე რჩება, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რის გამოც მოსწავლეები პროტესტს გამოთქვამენ და აღარ უნდათ სასწავლო პროცესში ჩართვა. ამ ასაკში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსწავლის კრიტიკული აზრის მეტი ყურადღებით გათვალისწინება. ამას ლადო აფხაზავაც აღნიშნავს და ამბობს, რომ მოსწავლეებს უნდა დავანახოთ პერსპექტივა, რომელსაც თვითონ ვერ ხედავენ.
"მოზარდობის ასაკში ადამიანი განსაკუთრებით მეამბოხეა და მათთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილეა საჭირო. უნდა დავანახოთ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა, უნდა მოვისმინოთ მათი სურვილები და გავითვალისწინოთ. მოზარდობის პერიოდი რადიკალური ცვლილებების დროა და მათ მოფრთხილება სჭირდებათ. ჩვენი მოსწავლეები ჩვენი შვილები არიან და მათზე უნდა ვიზრუნოთ. მე ჩემი მუნიციპალიტეტიდანაც ამის გამო არ წავედი, მინდა ჩემი მომავალი უკეთესი გავხადო, ამისთვის აქტიური მოქალაქეების გაზრდა მინდა. მათ აღარ უნდათ სწავლა, რადგან ეს პროცესი მხოლოდ ტექსტების და ინფორმაციის დაზეპირება ჰგონიათ. ხშირად მეცხრე კლასიდან ხდება სურვილის დაკარგვა, რადგან ისინი პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, ეს უფროსების ბრალია. ჩვენ მათთან ურთიერთობის სწავლა უკეთ უნდა შევძლოთ, ბევრ სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაციით, რეკომენდაციების გათვალისწინებით. თუ ეს ასე არ მოხდა, სიტუაცია გაუარესდება".
სკოლაში არსებული კონკურენცია მოტივაციის დაკარგვის კიდევ ერთი მიზეზია. მოსწავლეთა შორის არსებული ერთგვარი შეჯიბრი, როდესაც ეს ბუნებრივად ხდება, ცუდი სულაც არ არის და საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენასაც ხელს უწყობს. ხშირად მასწავლებლები ერთი მოსწავლის წარმატებას სხვა მოსწავლის წარმატების ხარისხით ზომავენ, რაც პრობლემის სათავეა. ლადო აფხაზავა ფიქრობს, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს ძლიერი მხარე და სწორედ ამ მახასიათებლების გამო უნდა შევაქოთ და მათ მეტის კეთების მოტივაცია მივცეთ.
"ბავშვს უნდა დავანახოთ თუ რატომ არის თითოეული აქტივობა მნიშვნელოვანი. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში იყო ეს მიდგომა, ფრიადოსნების დაფაზე საუკეთესო ქულების მქონე მოსწავლეები ხვდებოდნენ, მაგრამ სხვა კუთხით ძლიერი მოსწავლეები იჩაგრებოდნენ. ახლა ეს მიდგომა გარდაიქმნა და ხშირად მასწავლებლების მიერ ერთი და იგივე მოსწავლეების შექებით გამოვლინდება. არიან მოსწავლეები, რომელთაც გაკვეთილის კარგად მოყოლა არ გამოსდით, მაგრამ საოცრად მედიაწიგნიერები არიან, საინტერესო, განსხვავებული აზრი აქვთ და სწორედ ეს აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი", — აღნიშნავს აფხაზავა და იმასაც ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემა მათ მოტივირებას ხელს უწყობს — "ყველა მოსწავლეს უნდა მივცეთ თანაბარი შესაძლებლობა თავი გამოხატოს, მაგალითად ნახატების გამოფენაზე რატომ უნდა იყოს მხოლოდ კარგი ნახატები? ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მიღწევაც მნიშვნელოვანია და როდესაც ის შეადარებს თავის ნაკლულ, ნაკლები მონდომებით შექმნილ ნახატს, მეტად მოინდომებს, მეტად მოტივირებული იქნება, რადგან ეცოდინება, რომ აფასებენ მის ნამუშევარს".
მასწავლებელი, როგორც ემოციური საყრდენი
ლადო აფხაზავა თვლის, რომ მასწავლებლების პირადი პრობლემები ხშირად სკოლის კედლებშიც აღწევს, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო ართულებს: "ჩვენი პირადი პრობლემები სკოლის ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს. აღზრდილი მოსწავლეები კი არ დაგვხვდებიან, ჩვენ მოგვიწევს მათი აღზრდა და ეს უნდა გავაცნობიეროთ, შეცდომები უნდა ვაპატიოთ, საუბრის გზები გამოვნახოთ, მაგალითები უნდა ვაჩვენოთ". მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მქონე სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ ის რესურსი, რომელსაც მასწავლებლები პირად პრობლემებზე ხარჯავენ ხოლმე, მოსწავლეების კომპლექსებისა და შიშების გადალახვისკენ უნდა მივმართოთ და ერთმანეთს შორის კონკურენციაც ამ პროცესის ნაწილად შეიძლება ვაქციოთ.
"მოზარდობაში ბევრი კომპლექსიც იჩენს თავს, რომელიც ხშირად მათ ვიზუალს უკავშირდება და ეს თიმსში გამართული გაკვეთილებისას უკეთ გამოჩნდა, მოსწავლეებს ხშირად კამერის ჩართვა არ სურდათ, მაგრამ გავმართეთ ფონების კონკურსი და კონკურენციის ნაწილი სწორი კუთხით გამოვიყენეთ. კონკურენცია კრეატიული მხარეების წინ წამოწევის წყაროდ უნდა ვაქციოთ და სხვის მიღწევებს არ უნდა შევადაროთ, მონდომებაა დასაფასებელი და გამოსწორების გზები და ხარვეზებიც ინდივიდუალურად უნდა დავანახოთ და არა კლასის წინაშე".
მოზარდის სწავლისა და განვითარების პროცესში ოჯახის ჩართულობა საკმაოდ მწვავე პრობლემაა, რაც ხშირად მატერიალური პრობლემების ბრალია, მშობლებს ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფისთვის ბევრი დათმობა და მძიმე შრომა უწევთ და მოსწავლეები დამოუკიდებლად სწავლობენ ცხოვრებას. ლადო აფხაზავას მიაჩნია, რომ მასწავლებელი ამ პროცესის ხელშემწყობიც უნდა იყოს.
"ხშირად მოსწავლების ოჯახები მატერიალური პრობლემების გამო ვერ არიან მათი აღზრდის პროცესში ჩართული. ჩვენ მოსწავლეები თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის უნდა მოვამზადოთ და ისიც უნდა დავანახოთ, რომ პასუხისმგებლობა საბოლოოდ მაინც მათ ხელშია", — ამბობს ლადო აფხაზავა.
კოლექტიურად შერჩეული პროფესია
პროფესიის არჩევისას ხშირად გარემოცვა განსაზღვრავს პერსპექტიულ და ნაკლებად პერსპექტიულ პროფესიებს და მოსწავლეები ამ გადაწყვეტილებებისას პასიურ როლში გვევლინებიან ხოლმე. ლადო აფხაზავას აზრით, ერთადერთი გავლენა, რომელიც უფროსებმა ამ პროცესზე უნდა მოახდინოს, თვითაღმოჩენების პროცესის წახალისებაა.
"სასურველი პროფესიის მიგნებას სკოლა სხვადასხვა სპეციალისტების კლასებში შეყვანით, შეხვედრების გამართვით უნდა უწყობდეს ხელს. ექიმები, ჟურნალისტები, იურისტები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უნდა ელაპარაკებოდნენ გასავლელ გზაზე, უყვებოდნენ პერსონალურ გამოცდილებებზე, რაც მოსწავლეებს დაანახებს, რა სურთ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა გზის გავლა უნდათ, მათ უნდა ჰქონდეთ შინაგანი მოტივაცია და ეს პირადი გადაწყვეტილებიდან მოდის".
საუბრის დასასრულს ლადო აფხაზავა აღნიშნავს, რომ მასწავლებელმა უნდა ეცადოს და მაგალითად იქცეს, მან საკუთარი ქმედებების მაგალითზე უნდა დაანახოს მოზარდს სწორი გზა: "მასწავლებლებმა დამოკიდებულებები უნდა შევიცვალოთ და მოსწავლეებისთვის კარგ გამოცდილებად უნდა ვიქცეთ. ვიყოთ როლური მოდელები და იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი ადამიანისთვის".
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
-
გადახედვანახეთ, როგორ გამოიყურება მზის ზედაპირი — ის, რასაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ ნახეთ, როგორ გამოიყურება მზის ზედაპირი — ის, რასაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ
-
გადახედვანახეთ მარსის 360°-იანი ხედი — NASA-ს მავალის ახალი კადრები წითელ პლანეტაზე გამოგზაურებთ ნახეთ მარსის 360°-იანი ხედი — NASA-ს მავალის ახალი კადრები წითელ პლანეტაზე გამოგზაურებთ
-
გადახედვა422 მილიონი წლის წინანდელი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედისგან თაგვი შექმნეს 422 მილიონი წლის წინანდელი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედისგან თაგვი შექმნეს
-
გადახედვადედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
-
გადახედვაშესაძლოა, მარეგულირებლებმა Google-ს Chrome-ის გაყიდვა აიძულონ შესაძლოა, მარეგულირებლებმა Google-ს Chrome-ის გაყიდვა აიძულონ
-
გადახედვაახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
-
გადახედვააღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია
-
გადახედვაპენტაგონმა UFO-ების შესახებ 1 652 ცნობა მიიღო — ყოველწლიური მოხსენება პენტაგონმა UFO-ების შესახებ 1 652 ცნობა მიიღო — ყოველწლიური მოხსენება
-
გადახედვაჩრდილი თავად სინათლესაც აქვს — მეცნიერებმა ეს ექსპერიმენტით დაადასტურეს ჩრდილი თავად სინათლესაც აქვს — მეცნიერებმა ეს ექსპერიმენტით დაადასტურეს
-
გადახედვაანტარქტიდაზე ქარვა აღმოაჩინეს — ძველი ტყეების კვალი ყინულოვან კონტინენტზე ანტარქტიდაზე ქარვა აღმოაჩინეს — ძველი ტყეების კვალი ყინულოვან კონტინენტზე
-
გადახედვამეცნიერებმა 35 000 წლის წინ გაყინული ხმალკბილა ბოკვერი შეისწავლეს მეცნიერებმა 35 000 წლის წინ გაყინული ხმალკბილა ბოკვერი შეისწავლეს
-
გადახედვაMinutePhysics-ის ქართულენოვანი არხი სპონსორს ეძებს MinutePhysics-ის ქართულენოვანი არხი სპონსორს ეძებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს კვერცხი ტვინზე — კვლევა როგორ მოქმედებს კვერცხი ტვინზე — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოთამაში ნახეთ: როგორ გამოიყურება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოთამაში
-
გადახედვაცეცხლი ყინულის წინააღმდეგ — ნახეთ, როგორ ფარავს ლავა ისლანდიის თოვლიან ლანდშაფტს ცეცხლი ყინულის წინააღმდეგ — ნახეთ, როგორ ფარავს ლავა ისლანდიის თოვლიან ლანდშაფტს
-
გადახედვაილიაუნის პროფესორ ბიძინა კაპანაძის ნაშრომი ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნდა ილიაუნის პროფესორ ბიძინა კაპანაძის ნაშრომი ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნდა
-
გადახედვაროგორ ხდება ატომის დაშლა — კვლევა როგორ ხდება ატომის დაშლა — კვლევა
-
გადახედვანეანდერტალელების გარდა, თანამედროვე ადამიანებში სხვა გადაშენებული სახეობის დნმ-იცაა ნეანდერტალელების გარდა, თანამედროვე ადამიანებში სხვა გადაშენებული სახეობის დნმ-იცაა
-
გადახედვამთავარი ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში — Touch Summit ბრუნდება მთავარი ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში — Touch Summit ბრუნდება
-
გადახედვაისტორიაში პირველად, ღეროვანი უჯრედების გადანერგვამ 3 პაციენტს მხედველობა აღუდგინა ისტორიაში პირველად, ღეროვანი უჯრედების გადანერგვამ 3 პაციენტს მხედველობა აღუდგინა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა თევზი რომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა თევზი
კომენტარები