მეცნიერებმა მარსის ნამდვილ ნიმუშზე მიკრობები გაზარდეს
მეცნიერთა ჯგუფმა, მარსის კლდის ნამდვილ ნიმუშზე, მიკრობული სიცოცხლის გაზრდა მოახერხა. ამით მათ სურდათ დაედგინათ, თუ რა პირობები იყო მარსზე, როდესაც პლანეტა სიცოცხლისთვის უფრო სტუმართმოყვარე იყო.
მიკრობი, უძველესი ექსტრემოფილი, რომელიც დედამიწაზე მკაცრ თერმულ გარემოში ცხოვრობს, მარსის ნიმუშზე თავს "მშვენივრად" გრძნობს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA-მ, სულ ცოტა ხნის წინ, მარსზე ახალი მოხეტიალე დაუშვა. მოხეტიალე მარსზე სიცოცხლის ნიშნებს ეძებს და იმის ცოდნა, თუ როგორ მოქმედებენ მიკრობები მარსის რეგოლითებთან, მეცნიერებს ბევრ რამეში დაეხმარებათ.
ადრეულ ექსპერიმენტებში, მეცნიერებმა თეორიულად აჩვენეს, რომ მიკრობებს მარსის პირობებში გადარჩენა შეუძლიათ. თუმცა, აქამდე მარსის ქანებსა და ნიადაგზე მიახლოებულ მასალას იყენებდნენ. ამჯერად მარსის რეალურ ნიმუშზეა საუბარი.
ეს კონკრეტულ ექსპერიმენტს განსაკუთრებულს ხდის. კვლევის ფარგლებში, ვენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მარსის რეალური ძველი ნიმუშების შესწავლა დაიყწეს. ნიმუშაები დაახლოებით, 4,5 მილიარდი წლისაა. ისინი მარსს, მილიონობით წლის წინ მეტეორმა მოსწყვიტა, რის შედეგადაც ნიმუშები დედამიწაზე მოხვდა.
საინტერესოა, რომ ექსტრემოფილური მიკრობი, Metallosphaera sedula, მარსის ნიმუშებზე განსხვავებულად იქცეოდა, ვიდრე დედამიწისაზე.
მკვლევრებმა აღწერეს, თუ როგორ იყენებდა მიკრობი მარსის ქანებში აღმოჩენილ მინერალებს "მყარი მინერალური კაფსულის" შესაქმნელად და მის გარშემო კრისტალურ ნალექებს ტოვებდა.
ეს უცნაური "ევოლუციური სტრატეგიაა", რომელიც შემდგომი შესწავლის საშუალებას იძლევა. ახლა კი, იმის ცოდნამ, რომ ეს "ბიოსიგნალები" არსებობს, NASA-ს, მარსზე მსგავსი უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძიებაში დაეხმარება.
კომენტარები