NASA-ს მარსის მოხეტიალის პარაშუტზე, სააგენტოს პაზლების მოყვარული წევრის დამსახურებით, საიდუმლო გზავნილი იყო აღბეჭდილი.

სისტემათა ინჟინერმა იან კლარმა პარაშუტზე ორობითი კოდით "გაბედე დიდებული რაღაცები", ნარინჯისფერი და თეთრი ზოლებით აღბეჭდა. მან პარაშუტზე NASA-ს კალიფორნიის ლაბორატორიის კოორდინატებიც დაიტანა.

კლარკს კოსვორდები და პაზლები უყვარს, შესაბამისად ამ თავსატეხის პარაშუტზე განთავსების იდეა მას ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოუვიდა. მისი თქმით, კოდირებული მესიჯის შექმნა ძალიან სახალისო იყო.

ამ საიდუმლო მესიჯის შესახებ, ხუთშაბათის დაშვებამდე, მხოლოდ ექვსმა ადამიანმა იცოდა. გასაიდუმლოებული მესიჯის არსებობს შესახებ, NASA-მ მსოფლიოს სპეციალური "ტიზერით" შეატყობინა. აღსანიშნავია, რომ გზავნილი, კოსმოსის მოყვარულებმა მხოლოდ 6 საათში გაშიფრეს. "შემდეგ ჯერზე უფრო კრეატიული უნდა ვიყო", — განაცხადა კლარკმა.

ფოტო: ფოტო NASA-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც მოხეტიალის პლანეტის ზედაპირზე დაშვებას ასახავს.

"გაბედე დიდებული რაღაცები" (Dare mighty things) პრეზიდენტი თეოდორ რუზველტის ციტატაა.

მარსის მისიის პროექტის მენეჯერის, მატ უოლესის თქმით მოხეტიალე დამალულ მესიჯებს 2 მეტრიან მხარზეც შეიცავს, რომლის ფოტოებიც რამდენიმე დღეში გავრცელდება, როცა მოხეტიალე მხარს გაშლის და ფოტოების გადაღებას დაიწყებს.

ასევე იხილეთ: