MDMA ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ ძალიან ეფექტიანია — კვლევა
მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ისეთი პრეპარატების შესაქმნელად, რაც პოსტ-ტრამვულ სტრესს, შფოთვას, დეპრესიას და სხვა მსგავს დაავადებებს უმკურნალებს. ერთ-ერთი ასეთი მკურნალობის მეთოდია, MDMA-ის, იგივე 3,4-მეთილენედიოქსიმეთამფეტამინის გამოყენება.
თუმცა, ახლა ფსიქიატრმა ბენ სესამ და ბრიტანელმა მკვლევარებმა, გამოაქვეყნეს ახალი კვლევა, რომელშიც MDMA-ის თერაპიას ალკოჰლიზმის სამკურნალოდ იყენებენ.
ჟურნალ Psychopharmacology-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ასახავს კლინიკურ კვლევას, რომელიც MDMA-ის დახმარებით ფსიქოთერაპიის აუთვისებელ პოტენციალს აჩვენებს. საუბარია ფსიქოთერაპიაზე, რაც ალკოჰოლზე დამოკიდებულების მოხსნას გულისხმობს. ეს პირველი კვლევაა, რომელიც MDMA-ის თერაპიას, როგორც დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდს ისე სწავლობს.
შედეგები აჩვენებს, რომ MDMA-ის თერაპია უსაფრთხოა და ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ნებისმიერი აქამდე არსებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ალკოჰოლიზმის დასაძლევად გამოიყენება.
კვლევა
კვლევაში თოთხმეტმა ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მკურნალობის კურსი რვა კვირა გაგრძელდა და 10 ფსიქოთერაპიული სესია მოიცვა. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ სამკურნალო სესიების დროს და არც მომდევნო დღეებში, პრეპარატზე არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა. პაციენტები თავს კომფორტულად გრძნობდნენ და მკურნალობაც ძალიან ეფექტიანი იყო.
მეტიც, შედეგები გასაოცარია: მცირეხნიანი მკურნალობის კურსიდან 9 თვის შემდეგ, კვლევაში მონაწილეებიდან მხოლოდ 21 პროცენტი მოიხმარდა ალკოჰოლს, ისიც ძალიან მცირე დოზებით.
MDMA-ის თერაპიის ეფექტიანობის ბოლომდე შესასწავლად კიდევ ბევრი კვლევა იქნება საჭირო. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ MDMA ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ ეფექტიანია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევის პირველადი შედეგები, ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა, მაგრამ ამჯერად სრულ კვლევასთან გვაქვს საქმე.
კომენტარები