YouTube-ის ანდროიდ აპლიკაცია ვიდეობის 4K-ში ნახვის უფლებას აქამდეც გვაძლევდა, თუმცა ამისათვის 4K გარჩევადობის მქონე სმარტფონი და კარგი ინტერნეტი იყო საჭირო.

ამ კრიტერიუმებს რომ აკმაყოფილებდეს, ასეთი სმარტფონები მხოლოდ Sony-ს აქვს და ალბათ დამეთანხმებით, რომ ფასისა და ხელმისაწვდომობის კუთხით, მათი შეძენა პრობლემურია.

4K გარჩევადობის მქონე სმარტფონს ვერცერთ სხვა მწარმოებელთან ვერ შეხვდებით. თუმცა, როგორჩ ჩანს, გუგლმა გადაწყვიტა ეს შეზღუდვა მოგვიხსნას და ზოგიერთ მომხმარებელთან ვიდეოების 4K-ში ჩართვის ფუნქცია, მიუხედავად დაბალი გარჩევადობისა, გამოჩნდა.

ამგვარ ფოტოებს მომხმარებლები რედიტზე ავრცელებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ განახლება ნელ-ნელა ვრცელდება და გარკვეული დროის შემდეგ ყველასთან მოვა.