Panasonic-მა კუანა რობოტი შექმნა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამ რობოტის სახელი ნიკობოა და ის პანასონიკმა შექმნა. ის დიდად არაფრით გამოირჩევა, ცოტათი კატას გავას, ტანის გაქნევ-გამოქნევა შეუძლია, კუდს აქცინიბეს და აკუებს. დიახ, არ მოგესმათ, პანასონიკმა ზუსტად ასეთი რობოტი შექმნა და ყველაფერთან ერთად ცოტა ლაპარაკიც ასწავლა.
პანასონიკი სულ რამდენიმე ასეული ასეთი რობოტის შსექმნას გეგმავს. მისი ფასი 360 დოლარს შეადგენს და წინასწარი შეკვეთები პანასონიკის საქველმოქმედო პლატფორმაზევე მოხდა. თუკი ნიკობოს ყიდვა მოგინდათ, უნდა გითხრათ, რომ ამას ვეღარ შეძლებთ. ყველა ეგზემპლარი კამპანიის დაწყებიდან 6 საათშივე გაიყიდა.
კომენტარები