4 მეტრიან ნიანგს მუცელში ადამიანის ნარჩენები უპოვეს
ავსტრალიაში, ქვინსლანდის მახლობლად 69 წლის ენდრიუ ჰერდი 11 თებერველს პატარა ნავით სათევზაოდ გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. შემდეგ დღეს მისი ნავი ჰინჩიბრუკის კუნძულთან იპოვეს. ნავს დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ნიანგის თავდასხმაზე მიანიშნებდა.
იმავე დღეს გამომძიებლებმა სანაპიროსთან ადამიანის ნარჩენები იპოვეს, შემდეგ დღეს კი კუნძულზე გიგანტური ნიანგი შენიშნეს. ქვინსლანდის მთავრობის ავტორიზაციით, ნიანგს ევთანაზია გაუკეთეს და გაკვეთეს, რის შედეგადაც ცხოველს მუცელში ადამიანის ნარჩენები აღმოუჩინეს.
ქვინსლანდის კუნძულის გარშემო სანაპიროებზე მარილიანი წყლის ნიანგები ცხოვრობენ, ისინი ხანდახან 7 მეტრამდე იზრდებიან, თუმცა 5 მეტრის სიგრძეს იშვიათადად აჭარბებენ.
ნიანგების ადამიანებზე ფატალური თავდასხმა არც ისე ხშირია, თუმცა ამ წლის იანვარში პლაციდის ტბაში მოცურავე ადამიანს ნიანგმა თავზე უკბინა. ადამიანი ცხოველის თავდასხმას გადაურჩა და მას მხოლოდ მცირე დაზიანებები აღმოაჩნდა.
კომენტარები