Google-მა Android 11 სულ რამდენიმე თვის წინ გამოუშვა, თუმცა კომპანია თავისი ოპერატიული სისტემის ახალ ვერსიაზე დაუღალავად მუშაობს და პირველი ბეტა ანაწყობები პიქსელის მომხმარებლებისთვის, წესით, ამ კვირის განმავლობაში უკვე იქნება ხელმისაწვდომი.

თუმცა, სხვა ბრენდები განახლებებს ტრადიციულად აგვიანებენ, ზოგს ჯერ ანდროიდ 11-იც კი არ მიუღია და შეიძლება იფიქროთ, რომ ანდროიდ 12-ზე საუბარი იმდენად ადრეც კია, რომ სასაცილოა.

ბრენდების უმრავლესობა საერთოდ არ ამჟღავნებს განახლებების კალენდარს და მომხმარებლები გაურკვევლობაში რჩებიან — არავინ იცის როდის მოვა ნანატრი ახალი ანდროიდი.

მაგრამ, ზოგიერთი მათგანი იჩენს კეთილსინდისიერებას და თუ ზუსტ თარიღებს არა, იმას მაინც გვეუბნება, ზოგადად რა მოწყობილობებზე აპირებს განახლების გაშვებას.

Samsung

სამსუნგის განახლებების თარიღები ყოველთვის ბუნდოვანი იყო, მით უმეტეს, ბიუჯეტური სმარტფონებისთვის. თუმცა, დღეს კომპანია იმ მოწყობილობების სიას გვიზიარებს, რომლებიც Android 12-ს მიიღებენ:

Galaxy S სერია:

Galaxy S21 Ultra 5G, Galaxy S21+ 5G, Galaxy S21 5G, Galaxy S20 Ultra 5G, S20 Ultra, S20+ 5G, S20+, S20 5G, S20 in addition to S10 5G, S10+, S10, S10e, S10 Lite.

Galaxy Note სერია:

Galaxy Note20 Ultra 5G, Note20 Ultra, Note20 5G, Note20, Note10+ 5G, Note10+, Note10 5G, Note10, Note10 Lite.

Galaxy Foldable:

Galaxy Z Fold2 5G, Z Fold2, Z Flip 5G, Z Flip, Fold 5G, Fold.

Galaxy A სერია:

Galaxy A71 5G, A71, A51 5G, A51, A90 5G.

პლანშეტები:

Galaxy Tab S7+ 5G, Tab S7+, Tab S7 5G3, Tab S7, Tab S6 5G4, Tab S6, Tab S6 Lite.

Google

გუგლის სმარტფონები განახლებებს პირველები იღებენ, თუმცა თუ არ იცით რომელი პიქსელები მიიღებენ ანდროიდ 12-ს მაინც შეგახსენებთ:

Pixel 3, Pixel 3 XL, 3a და 3a XL

Pixel 4, 4 XL, 4a და 4a 5G

Pixel 5

სამწუხაროდ, პიქსელ 2 და 2 XL ვერც ანდროიდის უსაფრთოხების განახლებებს და ვერც ახალ ანდროიდს ვეღარ მიიღებენ.

Nokia

როდესაც ნოკია ანდროიდების ბაზარზე დაბრუნდა, დაგვპირდა, რომ განახლებები მომხმარებლებამდე ძალიან სწრაფად მივიდოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ანდროიდ 12-ზე ლაპარაკი ზედმეტია, ნოკიასგან მხოლოდ ის ვიცით, თუ როდის განახლდება მათი სმარტფონები Android 11-ზე და ეს ინფორმაცია ერთ სურათშია მოქცეული

OnePlus

მიუხედავად იმისა, რომ OnePlus უსაფრთოების განახლებებს თავის მომხმარებლებს ნამდვილად სწრაფად აწვდის, იგივეს ვერ ვიტყვით ანდროიდ ვერსიებზე. Android 11 გუგლმა 8 სექტემბერს გამოუშვა, OnePlus-ის უახლესმა ფლაგმანებმამ, OnePlus 8-მ და 8 პრომ ის სულ რაღაც ერთი თვის წინ მიიღეს.

კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ OnePlus 5 და 5T განახლებებს აღარ მიიღებენ, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ OnePlus 6 და 6T იქნებიან შემდეგები, რომლებსაც განახლებები შეუწყდებათ და ლოგიკურად, Android 12-ს ვეღარასდროს იხილავენ.

ის, რაც ზუსტად ვიცით — OnePlus 8/8T და Nord სერიის ყველა სმარტფონი, ისევე როგორც 7 და 7T სერიები აუცილებლად მიიღებენ Android 12-ს, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ 7-სა და 7T-ს ჯერ 11-იც არ მიუღიათ.

რაც შეეხება სხვა წამყვან კომპანიებს, მათი მიზნები ჩვენთვის უცნობია, არცერთი მათგანი არ იწუხებს თავს, რომ მათივე მომხმარებელი ინფორმირებული იყოს და დაახლოებითი დრო მაინც იცოდეს, თუ როდის უნდა ელოდონ განახლებებს.