3 ახალი ფუნქცია, რომელიც სულ ახალ მობილბანკში გელოდება
სასარგებლო პროდუქტების მოხმარებას საინტერესო რამ ახასიათებს — გვინდა ხოლმე მათ შესახებ ინფორმაცია ახლობელ ადამიანებს გავუზიაროთ. ასე, კარგ მრჩეველებადაც ვიქცევით და მათი ყოველდღიურობის გამარტივებაში წვლილიც შეგვაქვს.
ამ სტატიითაც იგივეს ვაპირებთ — სულ ახალი მობილბანკის 3 ახალ ფუნქციაზე გესაუბრებით, რომელიც განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ მეგობრებისთვის სასარგებლო პროდუქტების რჩევა გიყვართ, უცხოეთიდან გზავნილებს იღებთ, ან გინდათ, რაც შეიძლება ცოტა სერვისის მისაღებად იყოს აუცილებელი ბანკში მისვლა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ სულ ახალი მობილბანკის ახალ ფუნქციებს:
გზავნილის კონვერტაცია
როგორც სახელიდანაც მიხვდებოდით, ეს ახალი ფუნქცია გზავნილების კონვერტაციის საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, თუ ადრე ფულად გზავნილს მობილბანკში ვერ იღებდით, რადგან შესაბამის ვალუტაში ანგარიში არ გქონდათ გახსნილი, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ამიერიდან, ფუნტს, რუბლს, ან ნებისმიერ სხვა ვალუტას, რომელშიც ანგარიში არ გაქვთ, მარტივად დააკონვერტირებთ სასურველ ვალუტაში და შესაბამის ანგარიშზეც დაისვამთ. მაგალითად, თუ ფუნტი გამოგიგზავნეს და ფუნტში ანგარიში არ გაქვთ, მობილბანკი გაძლევთ საშუალებას, ის ლარში მიიღოთ და ეს ლარის ანგარიშზე ავტომატურად აისახება. კონვერტაციის კურსს რაც შეეხება, აქ მობილბანკის შეღავათიანი კურსი მოქმედებს.
ამ ფუნქციის ორი მთავარი სარგებელი შეიძლება ასე გამოვყოთ — არ გიწევს დროის ხარჯვა გზავნილის კონვერტაციაზე. ეს უკვე პირდაპირ მობილბანკში, გზავნილის მიღების დროსაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ნებისმიერ ვალუტაში შეგიძლია გზავნილის მიღება, მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა შესაბამისი ანგარიში.
მთავარი ნომრისა და მთავარი ელ.ფოსტის დამატება მობილბანკში
ამიერიდან, აღარ გჭირდება ფილიალში მისვლა იმისათვის, რომ ანგარიშზე მიბმული მთავარი მობილურის ნომერი ან მეილი შეცვალო. ამის შესაძლებლობა უკვე რამდენიმე წამში, მობილბანკის გამოყენებით გაქვს.
მთავარ ნომერსა და ელ.ფოსტას, ძირითადად, ერთჯერადი კოდების მისაღებად, ანუ ჩვენი დისტანციური იდენტიფიკაციისთვის ვიყენებთ. თუ ანგარიშზე მიბმული მობილურის ნომერი ჩვენს ხელთ აღარაა, შეიძლება ონლაინ გადახდის კუთხით შევფერხდეთ (რადგან გადახდებისას ერთჯერადი კოდი ამ ნომერზე მოდის). მისი შეცვლა, ხანდახან, შეიძლება სასწრაფოდაც დაგვჭირდეს. ამიტომ, ეს ფუნქცია ძალიან გამოსადეგია და როგორც სულ ახალი მობილბანკის ბევრი პროდუქტი, დროსაც გვიზოგავს.
მეგობრის მოწვევა
ეს ახალი ფუნქციონალი გვეხმარება, სასარგებლო მრჩეველი ვიყოთ და ჩვენი მეგობრების ფინანსების მართვის გაციფრულებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. დღეიდან ვისაც მობილბანკი აქვს, შეეძლება მოიწვიოს ის, ვისაც არ აქვს მობილბანკი, ან დიდი ხანია არ უსარგებლია მისით. აქ კიდევ ერთი წამახალისებელი ამბავი ისაა, რომ როგორც კი მოწვეული პირველ ოპერაციას (გადახდა, კონვერტაცია, გადარიცხვა) შეასრულებს, ორივეს (მომწვევსა და მოწვეულს) 1000 Plus ქულა ერიცხება.
პრაქტიკული რჩევების გაცემა ჩვენც გვიყვარს. ამ სტატიით, ვფიქრობთ, ეს შევძელით. მობილბანკი კი მუდმივად ახლდება და აქ კიდევ უამრავი სასარგებლო ფუნქცია გელოდება.
კომენტარები