ორთვიანი ლოდინის შემდეგ Google-მა iOS-ზე აპლიკაციების განახლება განაგრძო
როგორც იქნა, გუგლმა iOS-ზე თავისი საკვანძო აპლიკაციების განახლება გადაწყვიტა. კომპანიამ ამ უქმეებზე YouTube-ის განახლება გამოუშვა, ასეთი რამ კი ორ თვეზე მეტია არ უქნია.
9to5Google-ის განმარტებით, განახლებების ასეთი წყვეტა გუგლისგან უცხო არ არის. რადგან დეკემბერში ბევრი უქმე დღეა, კომპანია პატარა პაუზას იღებს ხოლმე, თუმცა განახლებებს იანვრის დასაწყისშივე აახლებს. წელს ასე არ მოხდა, გუგლის ძირითადი აპლიკაციების ახალი ვერსიები დეკემბრის შემდეგ დღემდე არ გამოსულა.
გავრცელებული ჭორების მიხედვით, გუგლის ეს გადაწყვეტილება ეფლის მიერ შეცვლილ კონფიდენციალურობის საკითხებს ეხებოდა. Apple-მა დეკემბერში დეველოპერები დაავალდებულა, რომ ყველა მომხმარებელი ყოფილიყო ინფორმირებული იმის შესახებ თუ რა ინფორმაციას აგროვებდა მათზე აპლიკაცია და უგზავნიდა თუ არა ის მას გარეშე პირებს.
Google-მა ეს ინფორმაცია უარყო და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ტრეკინგისა და ინფორმაციის შეგროვების აღმნიშვნელი იარლიყები YouTube-ში, YouTube Music-სა და TV-ში განახლებების გაგრძელებამდე, თებერვლის დასაწყისში, უკვე ჩანდა.
კომენტარები