Xiaomi Mi 11-ის გლობალური ვერსია სულ ახლახანს დაანონსდა. როგორც ჩანს, მყიდველებს იმედები არ გაუცრუვდებათ. სხვა საამაყო მახასიათებლებთან ერთად, შაომის, როგორც ჩანს, იდეალური კამერაც ექნება.

კომპანიამ მოკლე პრომო ვიდეო გვანახა, სადაც სმარტფონის კამერის Ultra Night Video რეჟიმია გამოყენებული და თუ შედეგს რეალურ ცხოვრებაშიც ასეთს მივიღებთ, მაშინ ის ნამდვილად განსაცვიფრებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სმარტფონის შემადგენლობაში შედის 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 13 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 5 მეგაპიქსელიანი მაკრო კამერები. წინა კამერად კი 20 მეგაპიქსელიანი სენსორია გამოყენებული.