ანტარქტიდის ყინულის ქვეშ, შემთხვევით, უცნაური არსებები აღმოაჩინეს
ანტარქტიდის სქელ ყინულებს მიღმა სიცოცხლე ჩქეფს, იუწყებიან მეცნიერები ახალ კვლევაში, რომელიც Frontiers in Marine Science-ში გამოქვეყნდა.
ყინულის საფარის შესწავლისას, მეცნიერებმა ყინულში 900 მეტრის სიგრძის ღრმული გააკეთეს. გათხრის ადგილი ღია ოკეანიდან 260 კილომეტრშია. სრულ სიბნელეში და -2,2°C-ზე სიცოცხლე არც ისე ხშირია. თუმცა, ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სტაციონარულ, ღრუბლისებრთა მსგავს ორგანიზმებს მიაგნეს.
სტატიის ავტორები ამბობენ, რომ ახალი მიგნება აჩვენებს, რომ ანტარქტიდის სიცოცხლე უნიკალურია. ორგანიზმები სრულ წყვდიადს და უპრეცედენტოდ დაბალ ტემპერატურებს ეგუებიან.
"ჩვენი აღმოჩენა უფრო მეტ კითხვას ბადებს: როგორ აღმოჩნდნენ ისინი [ცხოველები] აქ? რას ჭამენ? რამდენი ხანია რაც აქ არიან? ნამდვილად ახალ სახეობებს ვუყურებთ? რა ბედი ეწევათ ამ ორგანიზმებს თუკი ყინულის საფარი ჩაინგრევა?", —ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ჰიუ გრიფითსი.
აღსანიშნავია, რომ ოკეანის სიღრმეებში, ყინულოვან წყლებში, ძირითადად ლეშისმჭამელები და მცირე ზომის მონადირეები ბინადრობენ. ახლად აღმოჩენილი ცხოველები კი ღრუბელების მსგავსად, სავარაუდოდ ზედა შრეებიდან ჩამოსული ნარჩენებით იკვებებიან.
ახალი აღმოჩენა მართლაც უამრავ კითხვებს აჩენს. პასუხების ძიებას კი დამატებითი კვლევები დაჭირდება.
კომენტარები