განიცადეთ სინესთეზია — Google ფერების და ფიგურების "მოსმენის" საშუალებას გაძლევთ
როცა ვასილი კანდინსკი ყვითელ ფერს ხედავდა, საყვირების ხმა ესმოდა. წითელ ფერზე დაკვირვებისას კი თავში ვიოლინოების ხმა ჩაესმოდა, ხოლო ლურჯი ფერის ხილვისას, თითქოს ორღანი უკრავდა.
რევოლუციურ მხატვარს და თეორეტიკოსს სინესთეზია ჰქონდა. მდგომარეობა, რომელიც ზოგს ფერების "გაგების" საშუალებას აძლევს. როცა კანდინსკი ტილოს აჭრელებდა, სიმფონია ჩაესმოდა.
Google Arts & Culture-ის ახალ პროექტს Play a Kandinski ჰქვია, რომელიც წარმოდგენას გიქმნით თუ რა "ესმოდა" კანდინსკის, როცა თავის შედევრებს ქმნიდა. ინტერაქციული ხელსაწყო შესაძლებლობას გაძლევთ კანდინსკის ნახატს ნებისმიერ ადგილას დააჭიროთ და მისი მუსიკა გაიგოთ.
პროექტზე მუსიკოსებმა ანტოან ბერტინმა და NSDOS-მა იმუშავეს. ისინი ეცადნენ კანდინსკის აღწერილი მუსიკა გადმოეცათ. მუსიკის სიმულირებაში Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელიც გამოიყენეს. იმის მიხედვით თუ რომელ ფერთან მიიტანთ კურსორს, სხვადასხვა ტიპის მელოდიებს მოისმენთ: მარტივს ან კაკფონიას.
კომენტარები