10 გზა, რომლითაც სიყვარულს სიტყვების გარეშე გამოხატავ
ფოტო: ალტა
თითქმის ერთი წელია, რაც შეცვლილ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. მართალია ეს პერიოდი თითოეული ჩვენგანისთვის გამოწვევებითაა სავსე, მაგრამ პანდემიის თანმდევმა სირთულეებმა კიდევ ერთხელ დაგვაფასებინა საყვარელი ადამიანები — ყველა პრობლემას ხომ მათი სიყვარულითა და თანადგომით ვუმკლავდებით. ამ ადამიანებისადმი გრძნობების გამოხატვა სიტყვების გარეშე — ალტას დახმარებით შეგიძლია, სადაც სიყვარულის სეზონი ისევ გრძელდება.
თუ შენი საყვარელი ადამიანების სახეზე ღიმილის დანახვა გინდა, გთავაზობთ 10 ძალიან სასარგებლო გზას, რომელიც სიყვარულის სიტყვების გარეშე გამოხატვაში დაგეხმარება:
1. გაახარე პირადი კინოთეატრით
ფოტო: ალტა
რა სჯობს პირად კინოთეატრს?! აირჩიე კარგად ნაცნობი ან ახალი ფილმი, მოამზადე მიკროტალღურ ღუმელში გემრიელი პოპკორნი, გაეხვიე პლედში საყვარელ ადამიანთან ერთად და პირადი კინოთეატრიც მზადაა!
2. მოაწყვე კომპიუტერული თამაშების საღამო
დამღლელი დღის შემდეგ გართობა არავის აწყენს! გამოიწვიე შენი ოჯახის წევრები ვირტუალურ ბრძოლაში და დაუპირისპირდით ერთმანეთს დიდ ეკრანზე. ამაში სათამაშო კონსოლები დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, დამარცხებულისთვის სახალისო სასჯელი ერთად მოიფიქროთ ან ერთმანეთის შეცდომებზე უბრალოდ გულიანად იცინოთ.
3. აღბეჭდე ერთად ყოფნის ბედნიერება ფოტოებზე
ფოტო: ალტ
მოუწყვე საყვარელ ადამიანებს პირადი ფოტოსესია. იმისთვის, რომ ერთად გატარებული მხიარული წუთები წლების შემდეგ ტკბილად გაიხსენოთ, მოიმარჯვე კამერა და დააფიქსირე ისინი. შეგიძლია, მოგვიანებით ფოტოები ამობეჭდო და ხელნაკეთი ალბომიც დაამზადო, რათა მნიშვნელოვან მომენტებს ნებისმიერ დროს ხელით შეეხო.
4. გაანებივრე შენი მომზადებული კერძებით
ფოტო: ალტა
შენი გრძნობების შესახებ საუბარი შენ მიერ მომზადებულ კერძსაც მშვენივრად გამოუვა, ამიტომ მოირგე შეფ-მზარეულის ქუდი, ჩართე გაზქურა და შეუდექი საქმეს! თუ საყვარელი ადამიანის გახარება მთელი გულით გინდა, შეგიძლია, რომანტიკული ვახშამი ან საშინაო კაფეც კი მოაწყო.
5. გაშალე პლედი და მოაწყვე პიკნიკი
თუ რომანტიკულ საღამოსა თუ კაფეს პიკნიკი გირჩევნიათ, მაგრამ გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, არ იდარდო! შენი კულინარიული შედევრებით შეგიძლია, პიკნიკი სახლშიც მოაწყო. მეტი ეფექტისთვის, ტაბლეტში კოცონი აატკაცუნეთ და ძველი ისტორიები ვირტუალური ცეცხლის წინ გაიხსენეთ. ვინ თქვა, რომ პიკნიკის მოსაწყობად გარეთ გასვლაა საჭირო?
6. იცეკვე
ფოტო: ალტა
ცეკვა გრძნობების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. დაიცალეთ უარყოფითი ემოციებისგან და ერთმანეთს სიყვარული გაუზიარეთ. ჩართე ლეპტოპი, მოძებნე ყველაზე მხიარული მუსიკა და სხვები შენი საუკეთესო ილეთებით გააოცე!
7. დაეხმარე საოჯახო საქმეებში
ფოტო: ალტა
სიყვარულის გამოხატვის ყველაზე მარტივი ფორმა საოჯახო საქმეებში დახმარებაა. საოჯახო საქმეების გადანაწილება და ერთმანეთის გვერდით დგომა ყველაზე დამღლელ საქმესაც კი სახალისოს გახდის. სარეცხი მანქანაც კი შეიძლება, ჯადოსნურ აკვარიუმად იქცეს.
8. შეუქმენი მშვიდი გარემო
ფოტო: ალტა
სიყვარულის გაზიარებისთვის საუბარი საჭირო სულაც არაა. სიჩუმე, რომელშიც თავს ყველანი კარგად გრძნობთ, საკმარისია. გაუზიარეთ ერთმანეთს მშვიდი გარემო და უსიტყვოდ ისიამოვნეთ ერთად ყოფნით. ამისათვის მშვენიერი იდეაა მედიტაცია, რომლის დროსაც სმარტ საათი განსაკუთრებით გამოგადგება.
9. გაუზიარე შენი საყვარელი სიმღერები
ფოტო: ალტა
ხანდახან ჩვენი საყვარელი სიმღერები ჩვენს გრძნობებს ყველაზე უკეთ გამოხატავენ. მოიმარჯვეთ სმარტფონები და ყურსასმენები და გრძნობებზე სიმღერის ტექსტითა თუ მელოდიით ისაუბრეთ.
10. უბრალოდ, იზრუნე!
ფოტო: ალტა
სიყვარულის გამოხატვა ყველაზე პატარა დეტალებსაც კი კარგად შეუძლია. მაგალითად, საყვარელი ადამიანის სველი თმის ფენით გაშრობა და მისი გაციებისგან დაცვა იმაზე მეტს ამბობს შენი გრძნობების შესახებ, ვიდრე გგონია.
თურმე სიყვარულის გამოხატვა სიტყვების გარეშეც შეიძლება, როცა სახლში ალტას ტექნიკა გეგულება. თუ ჯერ კიდევ არაფერი გიყიდია, შეარჩიე სასურველი ტექნიკა ალტას ვებგვერდზე, ეწვიე ალტას მაღაზიას და შესაბამისი ტექნიკის შეძენისას საჩუქრად ილუსტრირებულ სასიყვარულო ბარათებსაც მიიღებ.
კამპანია 10 თებერვალს დაიწყო, აქციები კი მარტის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნე სიყვარულის სეზონი ალტას სასიყვარულო ტექნიკით და გახსოვდეს, რომ სიყვარულს ვერაფერი დააკლებს!
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
კომენტარები