Slack ანდროიდის მომხმარებლებს აფრთხილებს — "შეცვალეთ პაროლი"
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
"თუკი თქვენ Slack-ს ანდროიდზე მოიხმარდით, აუცილებლად უნდა შეცვალოთ პაროლი" — ასეთი სახის იმეილი დღეს სლექის მომხმარებელბმა მიიღეს და ამის შესახებ Android Police-მა განაცხადა.
როგორც ჩანს, 21 დეკემბრიდან 21 იანვრის ჩათვლით, აპლიკაცია მომხმარებლის ინფორმაციას დაშიფვრის გარეშე, ჩვეულებრივ ტექსტად ინახავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხვა აპლიკაციას შეეძლო ჰქონოდა მასზე წვდომა.
თუკი სლექი ანდროიდზე გქონდათ დაყენებული, პირველ რიგში უნდა განაახლოთ აპლიკაცია, თუ ამას არ იზამთ, პაროლის შეცვლა მაინც არ გიშველით.
თუკი ასეთი იმეილი თქვენც მიიღეთ, მაშინ გირჩევთ პაროლი შეცვალოთ, ამის გაკეთება როგორც დესკტოპიდან, ასევე სამრტფონიდანაც შეიძლება.
კომენტარები