Telegram იანვრის ყველაზე გადმოწერადი აპლიკაცია გახდა
SensorTower-ის სტატისტიკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2021 წლის იანვარში, აპლიკაციებს შორის ყველაზე მეტი გადმოწერა Telegram-ს ჰქონდა. გადმოწერების რაოდენობამ 63 მილიონი შეადგინა, ეს კი გასული წლის ამავე თვესთან შედარებით 3,8-ჯერ მაღალი მაჩვენებელია.
ტელეგრამის გადმოწერების 24% ინდოეთზე, ხოლო 10% ინდონეზიაზე მოდის.
სიაში მეორე ადგილი TikTok-მა დაიკავა, რომლის გადმოწერების რაოდენობამაც იანვარში 62 მილიონი შეადგინა. ტიკტოკი ყველაზე დიდი პოპულარობთ ჩინეთსა (17%) და ამერიკაში (10%) სარგებლობს.
აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ტელეგრამმა დაწინაურება დეკემბრის მეცხრე ადგილიდან შეძლო, რაც ნამდვილად დიდი ნახტომია.
მესამე ადგილი Signal-ს ერგო. დაცული მიმოწერა მომხარებელთათვის მას შემდეგ გახდა პრიორიტეტული, რაც ვოთსაფმა უსაფრთხოების ზომები შეცვალა, ამ ყველაფერს თან ისიც მოჰყვა, რომ ილონ მასკმა ხალხს სიგნალის გამოყენებისაკენ მოუწოდა.
რაც შეეხება ეფლის AppStore-ს, აქ ლიდერობას ისევ ტიკტოკი ინარჩუნებს, მეორე ადგილზე იუთუბია, მესამეზე Zoom, ტელეგრამი კი მეოთხე ადგილს დასჯდერდა.
ამავე თემაზე:
კომენტარები