როგორ გადავიტანოთ მიმოწერის ისტორია WhatsApp-იდან Telegram-ში
მას შემდეგ, რაც WhatsApp-მა განაცხადა, რომ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის ნაწილის გაზიარება მფლობელ კომპანიასთან — Facebook-თან მოუწევდა, ამან საგრძნობლად გაზარდა ისეთი აპლიკაციების გადმომწერთა რიცხვი, როგორიცაა Signal და Telegram. თუ თქვენც მათ რიგებში ხართ, მაგრამ არ გინდათ, რომ WhatsApp-ის მიმოწერები დაკარგოთ, შეგიძლიათ WhatsApp-დან Telegram-ზე ინდივიდუალურად გადაიტანოთ ყველა მიმოწერა.
WhatsApp-ის სარეზერვო და აღდგენის ფუნქცია ძალიან შეზღუდულია. იგი მესამე მხარის გარეშე Android-სა და iPhone-ს შორისაც კი არ მუშაობს. თუმცა, Telegram-ს აქვს იმპორტის ფუნქცია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადმოიტანონ მათი მიმოწერები სხვა ისეთი აპლიკაციებიდან, როგორებიცაა WhatsApp, Line, KaKao Talk და ეს ხდება არა ერთიანად, არამედ ცალკეული მიმოწერის გადატანის გზით. ამ სტატიაში ჩვენ მხოლოდ WhatsApp-ს შევეხებით.
მას შემდეგ, რაც მიმოწერას ერთი აპლიკაციიდან მეორეში გადმოიტანთ, შეტყობინებები გამოჩნდება ორივე მოსაუბრესთან. იმპორტირებული შეტყობინებები დაემატება მიმოწერის ბოლოში, თუმცა ისინი თავიანთ დროის ნიშნულს ატარებენ.
ამისთვის ერთადერთი, რისი გაკეთებაც თქვენ მოგიწევთ, იქნება შეტყობინებების ექსპორტი WhatsApp-დან დაTelegram-ზე იმპორტი. აი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი Android-სა და iPhone-ზე.
პირველ რიგში Android-ს შემთხვევა განვიხილოთ:
გახსენით WhatsApp და შედით იმ მიმოწერაში, რომლის ექსპორტიც გინდათ.
დააკლიკეთ სამწერტილიან, მენიუს სიმბოლოს ზედა მარჯვენა კუთხეში.
ახლა More-ს დააკლიკეთ.
შემდეგ აირჩიეთ Export Chat.
ახლა WhatsApp იმას გკითხავთ, ჩატის ექსპორტი მედიასთან ერთად გნებავთ თუ არა. არჩევანი თქვენზეა.
გამოტანილ ფანჯარაზე Telegram-ის სიმბოლოს დააკლიკეთ.
ახლა თქვენს ყველა მიმოწერას დაინახავთ Telegram-ის აპლიკაციაში. აქ აირჩიეთ ის მიმოწერა, სადაც გინდათ შეტყობინებების გადატანა
გამოსულ ფანჯარაზე დააკლიკეთ imoprt-ს.
Telegram დაიწყებს თქვენი შეტყობინებების გადმოტანას. შემდეგ დაინახავთ დასრულების მოთხოვნას. აქ კი "Done"-ს დააკლიკეთ.
Telegram-ზე თქვენი საუბარი წარმატებითაა გადმოტანილი.
ახლა კი, ერთხელაც გავიაროთ იგივე პროცესი iPhone-ზე.
აქ ნაბიჯები სულ ოდნავ განსხვავებულია:
კომენტარები