ახალ ფოტოებზე SpaceX-ის ნახევრად დასრულებულ მასიურ გამაძლიერებელს ვხედავთ
ტექსასში, ბოკა-ჩიკაში, დრონის მიერ გადაღებული საცდელი მოწყობილობების ფოტოების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ SpaceX თავიანთი პირველი ზე-მძიმე გამაძლიერებლის პროტოტიპის შექმნაზე წარმატებით მუშაობს. Teslarati-ის შეფასებით, პროტოტიპის თითქმის ნახევარი უკვე დასრულებულია.
გიგანტური, 70 მეტრი სიგრძის გამაძლიერებლის საშუალებით კომპანია მიზნად ისახავს Starship კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე გადაყვანას. Starship და გამაძლიერებელი ერთმანეთისგან დაახლოებით 120 მეტრის დაშორებით განთავსდებიან.
NASASpaceFlight-ის მიერ მოპოვებულ ფოტოებზე ვხედავთ უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ მასიურ ცილინდრულ სტრუქტურას. დასრულებულ პროდუქტში იქნება დაახლოებით 30 ზღვის დონის (ერთი ზღვის დონის ძრავას აქვს ის ასაფრენი ძალა, რომელიც მხოლოდ ზღვის დონეზეა მიღწევადი) Raptor ძრავა, რაც მას Falcon 9 რაკეტაზე დაახლოებით ათჯერ უფრო მეტ სიმძლავრეს ანიჭებს. Teslarati-ის მიხედვით, ეს ყველაზე მძლავრი რაკეტის გამაძლიერებელი იქნება, რაც აქამდე შეუქმნიათ.
გაფრენამდე ზე-მძიმე პროტოტიპები და Starship-ის ასლები გაივლიან კრიოგენული საწვავის ტესტირებას.
SpaceX-ის აღმსარულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, დეკემბერში განაცხადა, რომ კომპანიის ზე-მძიმე გამაძლიერებლის პროტოტიპები "სულ რამდენიმე თვეში" დაბალ სიმაღლეებზე გაივლიდნენ რამდენიმე ტესტირებას.
რა თქმა უნდა, მან მსგავსი დაპირებები მან Starship-ზეც დადო — თუმცა მისი პროტოტიპები მუდმივად ფეთქდება.
კომენტარები