აღმოაჩინეს რეპტილიის ყველაზე პატარა სახეობა, რომელიც თითის წვერზე დაგეტევათ
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა Bavarian State Collection of Zoology-ის ხელმძღვანელობით, ქამელეონის ახალი სახეობა აღმოაჩინა. ამ სახეობის ზრდასრული მამრი წარმომადგენლის ტანის ზომა 13.5 მილიმეტრია (კუდის ჩათვლით, 22 მმ) ეს მოცემულობა კი მას მსოფლიოში ყველაზე პატარა რეპტილიად აქცევს. შეგახსენებთ, რომ რეპტილიების, დაახლოებით,11 500 სახეობაა ჩვენთვის ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ქამელეონის 51 სხვა სახეობასთან შედარებით, ამ ახლადაღმოჩენილს აქვს ძალიან დიდი გენიტალიები აქვს. აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მსოფლიოში ყველაზე პატარა რეპტილიის ჯიშს მეცნიერთა გუნდმა მადაგასკარის ჩრდილოეთში მიმდინარე ექსპედიციისას მიაგნო. მათ ახალ სახეობას Brookesia nana უწოდეს.
"სხეულის 13.5 მილიმეტრიანი სიგრძითა და 22 მილიმეტრიანი სრული სიგრძით (კუდის ჩათვლით), ეს მამრი ნანო-ქამელეონი ჩვენთვის ცნობილ მაღალ ხერხემლიანებს შორის, ყველაზე პატარაა", — ამბობს ფრანკ გლოუ, Bavarian State Collection of Zoology-ის ჰერპეტოლოგიის კურატორი და ნაშრომის პირველი ავტორი. აღსანიშნავია, რომ Brookesia nana-ის მდედრი წარმომადგენელი ოდნავ დიდია, ოღონდ კუდის ხარჯზე. მას 19 მმ ტანი და ჯამში, კუდიანად, 29 მილიმატრიანი სიგრძე აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომის ავტორებმა ამ სახეობის მხოლოდ ორი წარმომადგენლის პოვნა მოახერხეს.
კომენტარები