ცნობილი წიგნების 6 კარგი და 6 ცუდი ეკრანიზაცია
ფოტო: Warner Bros / Summit Entertainment
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ წარმატებული ფილმების თვალშისაცემად დიდი ნაწილის უკან წიგნები დგას. თუმცა, წიგნისმოყვარულებისთვის ფილმის დასაწყისში გამოჩენილ წარწერაზე — "დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე" — უფრო საშიში შემდეგი სიტყვებია: "დაფუძნებულია ...-ის რომანზე".
მას შემდეგ, რაც წიგნის ავტორი ფილმის პროდიუსერებს საკუთარი ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლებას მიჰყიდის, წიგნის გულშემატკივრები ღელავენ, მწერალს გადაწყვეტილება სანანებელი არ გაუხდეს. როგორც, მაგალითად, ამერიკელ კასანდრა კლერს, რომლის ძვლების ქალაქის ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაცია არცთუ წარმატებული აღმოჩნდა, კლერმა კი მოგვიანებით თავადვე აღიარა ეს და წიგნის 10 წლის იუბილეზე ხუმრობით აღნიშნა, ათიწლისწინანდელ ჩემს თავს რომ რჩევას ვაძლევდე, ვეტყოდი, ფრთხილად იყავი, ვის აძლევ შენი წიგნის ეკრანიზაციის უფლებასო.
მიუხედავად ამისა, არც ის იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, უხეირო ეკრანიზაციით ავტორზე უფრო განაწყენებულნი წიგნის ფანები რჩებიან. ამ სტატიაში 6 კარგ და 6 ცუდ ეკრანიზაციას წარმოგიდგენთ, თუმცა, გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად, დავაზუსტებთ, რომ "კარგი" ამ შემთხვაში "ზუსტს" აღნიშნავს, ცუდი კი, შესაბამისად, "არაზუსტს", რომელშიც წიგნის ხიბლი დაკარგულია, თუმცა, ცალკე აღებულ ფილმად იგი, შესაძლოა, არაჩვეულებრივი აღმოჩნდეს.
1. კარგი — მატილდა
ფოტო: TriStar
როალდ დალის მთელი შემოქმედება მაგიითა გაჟღენთილი და მის წიგნებში აღწერილ ყოველდღიურობაში ჩვეულებრიობად ქცეული ჯადოსნობის საზღვრებს სცდება. მატილდა მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახასოვრებელი პერსონაჟია, ისტორია კი კეთილისა და ბოროტის ცნებებს საინტერესოდ, არატრაფარეტულად განსაზღვრავს. ეს ყველაფერი დენი დევიტოს რეჟისურით გადაღებულ 1996 წლის ეკრანიზაციაში შესანიშნავად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ფინანსურად წარმატებული არ ყოფილა, რეჟისორთან ერთად განსაკუთრებული მადლობა ქასთინგ მენეჯერს ეკუთვნის პერსონაჟების როლებზე ძალიან ზუსტი მსახიობების დამტკიცებისათვის, განსაკუთრებით კი ტრანჩბულის როლზე პამ ფერისის შერჩევის გამო.
2. ცუდი — უიღბლო ამბების სერია (ფილმი)
ფოტო: Paramount
ყველანი ვთანხმდებით, რომ 2004 წელს გამოსული ფილმი, სადაც ვარსკვლავური დასი (სხვა თუ არაფერი, გრაფი ოლაფის როლს ჯიმ ქერიზე უკეთ ვინ შეასრულებდა?!) თამაშობდა, ძალიან სასაცილო და სევდიანი იყო — ზუსტად ისეთი, როგორიც წიგნია, თუმცა კლაუსი და ვიოლეტი, რომელთა როლიც ცოტათი დიდმა ბავშვებმა განასახიერეს, ფილმს ხიბლს უკარგავს. ხიბლში ის დამზაფრავი სიუჟეტი იგულისხმება, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებსა და მათ მოკვლაზე შეშლილ ნათესავს აერთიანებს. ფილმში, რასაკვირველია, არც ავტორისეული შავი იუმორი გვხვდება; თანაც, სამი წიგნის ერთ ფილმში ჩატევის ცდელობამ, სერიალისგან განსხვავებით, აშკარად არ გაამართლა.
3. კარგი — ბინდი
ფოტო: Summit Entertainment
მიუხედავად იმისა, რომ მკითხველების ნაწილისგან ბინდის საგას დადებითი გამოხმაურება არ ხვდა წილად, ვაღიაროთ, რომ კვლავაც ვარსკვლავური დასის, რეჟისორების და საუნდტრეკის გამო, კინოსურათების სერიამ დამსახურებულად მიიღო $3,35-მილიარდიანი შემოსავალი. გარდა იმისა, რომ კრისტენ სტიუარტმა და რობერტ პატინსონმა მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვეს, ფილმების სერიაში მაქციები ადგილობრივმა ამერიკელებმა განასახიერეს, რაც დასაფასებელია. ამასთან, პირველი ფილმი წიგნთან მაქსიმალურადაა მიახლოებული, საუნდტრეკი კი, დარწმუნებულები ვართ, ბევრი თქვენგანის ფლეილისტში დღემდეა.
4. ცუდი — ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
ფოტო: Warner Bros.
იმედია, ამ განცხადებით თვაიჰარდებს (ბინდის ფანებს) და პოტერჰედებს შორის მიწყნარებული საუკუნოვანი ჯახი თავიდან არ წამოვიწყეთ. საახალწლოდ ალბათ ბევრმა გავმართეთ პოტერიადის ფილმების მარათონი და რვავე მათგანი თავიდან ვნახეთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ფილმებმა წიგნის ხიბლის უდიდესი ნაწილი ვერ ასახეს. სიმართლე ითქვას, ეს მთლიანად კინოსურათის შემოქმედებითი ჯგუფის პასუხისმგებლობა არაა — ფენომენური ფენტეზი საგა, რომლის კითხვის დროსაც თავადაც ჰოგვორტსში ცხოვრობ, არცთუ ადვილი გადასაღებია.
მიუხედავად ამისა, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ბრალია მეექვსე წიგნის ეკრანიზაციის წარუმატებელი მცდელობა. მთელ სერიაში ეს ალბათ ყველაზე შავ-ბნელი და სევდიანი ნაწილია, რაც, ნაწილობრივ აისახა ფილმში შესაბამისი განათებით, თუმცა წიგნის და ფილმის მსგავსება აქ მთავრდება. წიგნში ასახული ძალაუფლების წყურვილის, მისით შეპყრობის და დანაშაულებების ნაცვლად ფილმი სკოლის რომანტიკულ კომედიად იქცა უგერგილო ხუმრობებით, ამბის ყველაზე ნათელი წერტილი — ჰარის და ჯინის ურთიერთობა კი — სრულიად უსიცოცხლოდ და სევდიანად გადმოიცა.
5. კარგი — ოთახი
ფოტო: A24
ოთახის ეკრანიზაცია ადვილი ნამდვილად არ იყო. დიდწილად იმიტომ, რომ წიგნს განსაკუთრებულობას ჯეკის პერსპექტივით გადმოცემული სიუჟეტი სძენს, ამიტომ ფილმში ასეთი საშინელი ტრავმის ასახვა მარტივი ნამდვილად არაა. თუმცა, ფილმის შემოქმედებმა მაყურებლებს საპირისპირო დაუმტკიცეს; მასში გადმოცემული ისტორია უმეტესად ბავშვის თვალითაა აღქმული, ნაკლებად კი — ჯოის მხრიდან[, მიუხედავად იმისა, რომ ამბავი სრულად მისია. ჯეიკობ ტრემბლეისა და ბრი ლარსონის ტანდემი წარმატებული გამოდგა — მსახიობებმა საკუთარი როლები იმდენად უნაკლოდ ითამაშეს, რომ შეუძლებელია, არ გეგონოს, თითქოს იქ, მათ გვერდით ხარ.
6. ცუდი — ყველა ნათელი ადგილი
ფოტო: Netflix
ზოგიერთ მკითხველს წიგნთან დაკავშირებით რამდენიმე პრეტენზია ჰქონდა, მათ შორის "სუიციდის რომანტიზებასა" და ნაწარმოების ბოლოს "ყველაფრის მიფუჩეჩებაში" ადანაშაულებდნენ ავტორს. თუმცა, ბევრისთვის წიგნზე უარესი ფილმი გამოდგა, სადაც ეს პრობლემები უფრო თვალშისაცემია. მასში ისტორია ძირითადად ვიოლეტის გარშემო ტრიალებს, ფინჩი კი მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟად, გოგოს მეგობრად ფიგურირებს (წიგნისგან განსხვავებით, სადაც ორივე მათგანს თანაბარი ადგილი აქვს დათმობილი, რადგან თითოეულის პერსპექტივითაა მოთხრობილი). ფინჩი ფილმში ტრაგიკულ გმირადაა წარმოდგენილი, რომელიც მხოლოდ სხვისი გამხნევებისათვის არსებობს, თუმცა მის პერსონაჟს წიგნში სხვა სიღრმე აქვს — ტრავმასა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება. წიგნის ფანების უმეტესობა ეკრანიზაციის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ფინჩის პერსონაჟის არასწორ, არაზუსტ და ზედაპირულ ასახვაში ხედავს.
7. კარგი — ყველა ბიჭს, რომელიც მყვარებია
ფოტო: Netflix
წიგნის მსგავსად, მისმა ეკრანიზაციამაც შესანიშნავად ასახა ამბის ძირითადი თემები: სკოლა და პირველი სიყვარული. როგორც ნაწარმოების გულშემატკივრები აღნიშნავენ, ფილმში ლანა კონდორისა და ნოა სენტინეოს დუეტმა პერსონაჟებს შორის არსებული ქიმია ზედმიწევნით გადმოსცა, რაც მაყურებელს ამბავთან ემოციურად დაკავშირების საშუალებას აძლევს.
8. ცუდი — ჰობიტი
ფოტო: Warner Bros. Pictures
ეკრანიზაცია, ცხადია, წიგნის ზედმიწევნითი ასახვა არ უნდა იყოს — მან ზუსტად უნდა ასახოს ნაწარმოების "ხიბლი" და არა, უბრალოდ, სიუჟეტი. ამიტომ, ხშირად რეჟისორის ვარიაციები გამართლებულია, თუმცა ჰობიტს ყველაზე ხშირად ორიგინალურ ისტორიასთან აცდენაში ადანაშაულებენ. ფილმების სერია, რომელიც მთლიანობაში ცხრა საათს მოიცავს ალბათ სულაც არ იყო საჭირო, როცა ისტორიის გადმოცემა მის ნახევარშიც შეიძლებოდა. ყველაფრის ჩატევის მცდელობამ არც ამჯერად გაამართლა — ბევრი რამ აითქვიფა, რამაც, საბოლოოდ, ეკრანიზაცია წიგნს დააშორა.
9. კარგი — შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში
ფოტო: Lionsgate
შიმშილის თამაშების ყველა ფილმი წიგნს დიდად არ ჩამოუვარდება — ზუსტად ისეთივე ჩამთრევი, მომხიბვლელი და უცნაურია, თუმცა თუკი ერთი გამორჩეული ნაწილის დასახელება შეიძლება, ეს ალბათ ცეცხლის ალშია. ქასთინგ მენეჯერის შესანიშნავად შესრულებული საქმის საილუსტრაციოდ მხოლოდ ჯენიფერ ლოურენსიც გამოდგებოდა, თუმცა ჯოანას როლზე ჯენა მელოუნის, ფინიკის როლზე სემ კლაფლინის, ბიტის როლზე კი ჯეფრი რაითის დამტკიცება ზუსტად ფილმის ხასიათივით უცნაური და გაბედული გადაწყვეტილება იყო. კაპიტოლიუმის ბზინვარე დიდებულებისა და რაიონებში არსებული მრუმე რეალობის შედარება კი ამ ფილმმა მის წინამორბედზე უკეთ ასახა. პოლიტიკური დაძაბულობა და გადამდები ცეცხლი, რომელიც რაიონიდან რაიონში ვრცელდება, ფილმში ასევე გადმოცემულია, რაც ეკრანიზაციის ღირსებებს ერთიორად ზრდის.
10. ცუდი — ლაბირინთში მორბენალი: ცეცხლით გამოცდა
ფოტო: 20th Century Fox
თუკი წიგნი არ წაგიკითხავთ, ალბათ ვერ მიხვდებით, რატომ იყო პოპულარული სერიის მეორე ნაწილი ცუდი ეკრანიზაცია — მათ მთლიანად შეცვალეს დასასრული, რის გამოც მესამე ფილმის ყურებაზე ბევრმა მის გამოსვლამდე ჩაიქნია ხელი. როგორც ერთ-ერთი ბლოგერი ხუმრობს, რომ არა დილან ო'ბრაიენი, ალბათ არც არავინ უყურებდა ეკრანიზაციას. ტერეზას პერსონაჟმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, სხვა პერსონაჟების როლები კი სწორხაზოვნად განვითარდა.
11. კარგი — ორმოები
ფოტო: Walt Disney
კარგ ფილმებში მოხსენიებული სხვა ნაწარმოებების მსგავსად, ორმოებიც ის შემთხვევაა, როცა ეკრანიზაციამ წიგნის იდეა ზუსტად დაინახა და არც მისი გადმოცემა გასჭირვებია. ამასთან, როცა დიდებს და ბავშვებს ერთად თამაში უწევთ, ასაკობრივი სხვაობით გამოწვეული არაბუნებრიობა ხშირად იგრძნობა ფილმებში, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა სიგურნი უივერმა როლი საფუძვლიანად მოირგო და წიგნში აღწერილი გულცივი პერსონაჟის ხასიათს საკუთარი ორიგინალური შტრიხებიც შესძინა.
12. ცუდი — ოქროს კომპასი
ფოტო: New Line Cinema
ჰარი პოტერის მსგავსად, ადვილი არაა, პულმანის შექმნილი ფენტეზის შედევრის ეკრანზე გაცოცხლება. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები საბავშვო ლიტერატურად მოიხსენიება, იგი იმ წიგნების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა წაკითხვაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება, ზრდასრულობისას გადაშლა კი ახალ აღმოჩენებს გაგაკეთებინებს. ტრილოგიის ერთ-ერთი მთავარი თემა რელიგიის კორუფციაში ჩართულობაა (რამაც თავის დროზე დიდი განხეთქილება და ბევრის მიერ წიგნის "ანტირელიგიურ" ნაწარმოებად შერაცხვა გამოიწვია), თუმცა, ეს საკითხი ფილმში, ცხადია, არაა დასმული.
-
ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
კომენტარები