SpaceX-მა ორბიტაზე რეკორდული რაოდენობის თანამგზავრები გაიტანა
SpaceX–მა კვირას გაუშვა რაკეტა Falcon 9, რომელშიც რეკორდული რაოდენობის თანამგზავრებით იყო დატვირთული.
რაკეტა წარმატებით აფრინდა კანავერალის კონცხიდან, ფლორიდადან, თბილისის დროით 18:00 საათზე, თავდაპირველი ფრენა კი, უამინდობის გამო 24, საათით გადაიდო.
SpaceX–ის წარმოების ზედამხედველმა ენდი ტრანმა ვიდეოში თქვა, რომ Falcon 9-მ მოახერხა და თანამგზავრების რეკორდული რაოდენობა, 143 ერთეული გაიტანა ორბიტაზე.
SpaceX Falcon 9 დაფრინავს "Rideshare" პროგრამის საშუალებით, რომლის საშუალებითაც, ფირმებსა და მთავრობებს აქვთ საშუალება გადაუხადონ ილონ მასკის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, კოსმოსში თანამგზავრების გატანაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Falcon 9-მ წარმატებულ აფრენასთან ერთად, წარმატებული დაშვებაც მოახერხა.
SpaceX მიზნად ისახავს ათასობით თანამგზავრის გაგზავნას კოსმოსში, გლობალური ინტერნეტ სისტემის ფორმირებისთვის, სახელწოდებით Starlink.
მეცნიერებმა გამოთქვეს შეშფოთება დედამიწის გარშემო არსებული ობიექტების რაოდენობის გამო. SpaceX აცხადებს, რომ მათი თანამგზავრები შექმნილია ისე, რომ ისინი რამდენიმე წელში ატმოსფეროში დაიწვება.
კომენტარები