Resident Evil Village 2021 წლის 7 მაისს გამოვა
ცნობილი ფრენჩაიზის მერვე ნაწილის გამოსვლის ოფიციალური თარიღი უკვე ცნობილია.
პირდაპირ ეთერში გამართულ ღონისძიებაზე, Capcom-მა დაანონსა, რომ Resident Evil Village PlayStation 5-ზე, Xbox Series X-ზე და PC-ზე 2021 წლის 7 მაისს გამოვა. აღსანიშნავია, რომ თამაში, ძველი თაობის კონსოლებისთვისაც (PS4/Xbox one) ხელმისაწვდომი იქნება.
კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ PS5-ის მფლობელებისთვის, თამაშის დემო ვერსია, უკვე დღეიდან ჩაეშვება.
ასევე, ივენთზე აჩვენეს ახალი თრეილერი. თრეილერში კარგად ჩანს ის საშიში და “საზარელი“ გარემო, რომელიც თამაშის მოყვარულებს ელოდებათ.
Resident Evil Village, Resident Evil 7-ის გაგრძელებაა. სიუჟეტი Resident Evil 7-ის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ეთანის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც კრის რედფილდი, მოულოდნელი და ნაცნობი სახე გამოჩნდება. ამით იწყება მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც საბოლოოდ, იდუმალებით მოცულ სოფელში იხსნება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, თამაშის გამოსვლა 2020 წლის ივნისისთვის იყო დაანონსებული, თუმცა როგორც გაირკვა, ის საბოლოოდ 2021 წელს გამოვა.
კომენტარები