ილონ მასკი 100 მილიონ დოლარს გადასცემს მას, ვინც ნახშირბადის საწინააღმდეგო ტექნოლოგიას შექმნის
SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის 100 მილიონ დოლარს გადაუხდის კონკურსის გამარჯვებულს, რომელიც ატმოსფეროდან ნახშირბადის გამოცალკევების საუკეთესო ტექნოლოგიას შეიმუშავებს.
"100 მილიონ დოლარს გავცემ ნახშირბადის "დამჭერი" საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისთვის", — წერს იგი.
მასკი განიხილავს ჯერ კიდევ არარეალიზებულ კონცეფციებს, რომლებიც ეცდებიან კლიმატის ცვლილების შეჩერებას ატმოსფეროდან ნახშირბადის მოშორებით, ან მისი გამოყენებით სხვა საქმეში, ან უბრალოდ, მისი შენახვით ისეთ ადგილას, სადაც იგი გარემოს არანაირ ზიანს არ მოუტანს. ეს საკმაოდ კარგი იდეაა, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ტექნოლოგია ვერასდროს იქნება იმდენად მასშტაბური, რომ გლობალურ კლიმატზე რაიმე ცვლილება მოახდინოს — ან მეტიც, იგი დიდ კორპორაციებს მისცემს იმის საბაბს, რომ განაგრძონ გარემოზე მავნე ზემოქმედება.
მასკი ბლუმბერგის მდიდარ ადამიანთა სიაში ისევ პირველ ადგილს იკავებს. როგორც ჩანს, ქონების მატებამ მას ქველმოქმედებაზე დააწყებინა ფიქრი. ამ თვეში იგი საჯაროდ ეკითხებოდა ხალხს, თუ სად შეეძლო დაებანდებინა თავისი ფული.
როგორც ყველაფერი მასკის სამყაროში, დეტალები აქაც ბურუსითაა მოცული.
"დეტალები შემდეგ კვირას იქნება", — წერს იგი.
კომენტარები