Facebook-ზე, მცირედმხედველებისთვის, ფოტოს აღწერას ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს
Facebook დიდი ხანია იყენებს AI-ის, ფოტოებზე ადამიანების ამოსაცნობად. ახლა კი კომპანია ამ მიმართულებას კიდევ უფრო აძლიერებს. სოციალური მედიაგიგანტი გეგმავს ახალი ფუნქციის ამუშავებას, პოსტებისთვის ავტომატურად ალტერნატიული ტექსტის (AAT) დასაგენერირებლად.
ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად კი ფეისბუქი მილიარდობით ინსტაგრამზე ატვირთულ ფოტოსა და მათ აღწერაში დართულ ჰეშთეგებს გამოიყენებს. ამ მეთოდით ფართოვდება იმ გამოსახულებათა სახეების ჩამონათვალი, რომლის ამოცნობაც მსგავს ალგორითმს შეუძლია. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის საკვების იდენტიფიცირების გარდა, ალგორითმს შეეძლება გითხრათ, რომელი ძეგლი თუ ღირსშესანიშნაობაა გამოსახული ფოტოზე. მეტიც, ის შეძლებს გითხრათ, კონკრეტული ფოტო ვინმეს ქორწილშია თუ არა გადაღებული, მიუხედავად იმისა, ჩანს თუ არა გამოსახულებაზე პატარძლის თეთრი კაბა.
ახალ ობიექტების ამოცნობის სისტემას შეუძლია გააცნობიეროს იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც ფოტოს გადაღების ადგილზე იმყოფება. ეს კი იმ ადამიანებს, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ, სოციალურ ქსელში, მეგობრების მიერ დაპოსტილი ფოტოების აღქმაში დაეხმარება.
Facebook-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალგორითმმა შეიძლება, რიგ შემთხვევებში, ობიექტების ზუსტი აღწერა ვერ მოახერხოს, ამიტომ აღწერისას ხშირად გამოიყენებს სიტყვა: "შესაძლოას". ყველაფრის მიუხედავად, ეს დიდი ნახტომია სოციალურ ქსელისთვის და ახალი შესაძლებლობა მცირედმხედველი ადამიანებისთვის, უკეთ აღიქვან სოციალურ ქსელში გავრცელებული კონტენტი.
კომენტარები