ნახეთ: კომპანია Virgin Orbit-მა პირველი თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში — ვიდეო
Virgin Orbit–მა პირველად გაუშვა თანამგზავრები კოსმოსში. 105 კილოგრამიანი LauncherOne რაკეტა, რომელიც 10 თანამგზავრს იტევდა, კვირას, თბილისის დროით 23:39-ზე გამოეყო Boeing 747-ს, რის შემდეგაც LauncherOne–მა ჩართო თავისი ძრავა და გაფრინდა ორბიტისკენ.
Virgin Orbit-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრანსონმა თქვა, რომ კომპანიამ "მიაღწია იმას, რაც ბევრის აზრით, შეუძლებელი იყო"
გაშვება მოხდა Virgin Orbit-ის წინა გამოცდიდან რვა თვის შემდეგ, მაშინ მისია ვერ შესრულდა, რაკეტის ძრავის პრობლემების გამო. საერთო ჯამში კომპანიის მიზანია დაიმკვიდროს თავი კომერციული კოსმოსური ტრანსპორტირების მზარდ ბაზარზე.
"ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩვენი სპეციალურად ადაპტირებული Virgin Atlantic 747, Cosmic Girl-ის დანახვა, რომელმაც LauncherOne რაკეტა გააგზავნა ორბიტაზე. ეს ბრწყინვალე ფრენა მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა და რაც ვფიქრობ, რომ ინოვატორთა ახალ დაინტერესებას გამოიწვევს", — თქვა რიჩარდ ბრანსონმა.
კომპანიას მიაჩნია, რომ მას შეუძლია უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი მოდელი შეუპირისპიროს კონკურენტებს, რადგან მათი რაკეტა ორბიტაზე გადის ჰაერიდან და არა მიწიდან. ამ მიდგომას აქვს პოტენციალი თანამგზავრები ორბიტაზე გაგზავნოს ნებისმიერი აეროპორტიდან და რაც მთავარია შეამციროს ამინდთან დაკავშირებული თანამგზავრების გაშვების პრობლმები.
კომენტარები