ხელოვნური ინტელექტის როლი ფინტექში — BlackRock-მა Clarity AI-ის წილი შეიძინა
BlackRock–მა მიიღო მცირე წილი ესპანური ფინტექ ფირმისგან Clarity AI, რომელიც იყენებს მანქანურ დასწავლასა და დიდ მონაცემებს, რათა დაეხმაროს ინვესტორებს გააცნობიერონ თუ რა სოციალური გავლენა აქვთ მათ ინვესტიციებს.
2017 წელს დაარსებულ Clarity AI-ის აქვს ოფისები აშშ–ში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში. მას ასევე აქვს კლიენტთა ქსელი, რომლის მენეჯმენტში $3 ტრილიონზე მეტი აქტივია. კომპანიის ტექნიკური პლატფორმა ახორციელებს მდგრადობის შეფასებას და მოიცავს 30 000-ზე მეტ კომპანიას, 198 ქვეყანას, 187 ადგილობრივ მთავრობასა და 200 000-ზე მეტ ფონდს.
BlackRock აცხადებს, რომ კომპანია აინტეგრირებს Clarity AI შესაძლებლობებს Aladdin-ში და საბოლოოდ ჩამოაყალიბებს მდგარად ოპერაციულ სისტემას.
BlackRock-ის Aladdin-ის მდგრადობის ხელმძღვანელი მერი-კეტრინ ლადერი ამბობს: "რადგან BlackRock მდგრადობას ინვესტიციის სტანდარტად აქცევს, ჩვენ მზად ვართ ESG მონაცემთა და ტექნოლოგიის სტანდარტების ამაღლებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ინვესტიციებს ანალიტიკაში და პროგრამულ უზრუნველყოფა Aladdin-ში და ასევე ვაერთიანებთ სტრატეგიული პარტნიორების შესაძლებლობებს, როგორიცაა Clarity AI, რათა მომხმარებლებმა გააცნობიერონ მათი ინვესტიციების სოციალური მხარეები და გარემოზე ზემოქმედების რისკები. Clarity AI-ის შესაძლებლობები იყენებენ მანქანურ დასწავლას, რათა Aladdin-ის კლიენტებს დაეხმარონ უფრო ფართო ანალიზში, გაითვალისწინონ მათი ვალდებულებები და შექმნან უფრო მდგრადი პორტფელები."
შარშან BlackRock-ის Aladdin პლატფორმამ დაამატა მდგრადობის 1 200 საზომი, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს დაიცვან თავი რისკებიდან და შეაფასონ შესაძლებლობები.
ფირმამ ასევე ცოტა ხნის წინ წარმოადგინა Aladdin ახალი ფუნქციონალი, რომელიც ეხმარება ინვესტორებს გაიგონ და იმოქმედონ რისკის შესაბამისად. ეს არის პირველი პროგრამა, რომელიც ინვესტორებს სთავაზობს ცვლილებების რისკებს.
BlackRock-ის დაინტერესება Clarity AI-ით მოხდა მას შემდეგ, რაც ფირმამ უზრუნველყო $15 მილიონიანი დაფინანსება Deutsche Börse–ს ხელმძღვანელობით. BlackRock-თან გარიგების პირობები კი არ გახმაურებულა.
კომენტარები