გაჟონილ კადრებში Windows 10X-ის ვიზუალი ჩანს — ვიდეო
Windows 10X უნდა ყოფილიყო Microsoft-ის ორმაგი ეკრანის მხარდაჭერის მქონე ოპერაციული სისტემა. ეს გეგმა გასულ წელს შეიცვალა, როდესაც კომპანიამ გადაწყვიტა, რომ აქცენტს ისევ ერთი ეკრანის მქონე მოწყობილობებზე გააკეთებდა. Thurott–ის აზრით, რომელიც Windows 10X-ის გაჟონულ ვერსიას ტესტავს, ეს ოპერაციული სისტემა საკმაოდ კარგია.
გაჟონილ მასალებში ნაჩვენებია Windows 10X ვერსია, რომელიც წარმოადგენს მისი წინამორბედის Windows 10-ის მკვეთრად გამარტივებული ვერსიას, პროგრამების და აპლიკაციების მარტივი დაყენების შესაძლებლობით, სუფთა სამუშაო მაგიდით, აპლიკაციების პანელით და Start მენიუთი, რომელიც ავსებს მთელ ეკრანს. ყველა აპი მუშაობს მთელ ეკრანზე და როგორც ჩანს, Windows 10X, ძირითადად, მაინც ჰგავს ავადსახსენებელ Windows 10S-ს, რომელიც მისი წარუმატებლობის გამო, საბოლოოდ, Microsoft–მა გამოუშვა, როგორც Windows 10–ის ერთ-ერთი რეჟიმი და არა დამოუკიდებელი ოპერაციული სისტემა.
ZDNet–ის ჟურნალისტის ჯო ფოლის თანახმად, Windows 10X, სავარაუდოდ, იმუშავებს მხოლოდ Intel–ის სისტემებთან. საბოლოოდ, მან შეეძლება მხარი დაუჭიროს ARM ჩიპებს და გამოჩნდეს მომავალ Surface მოწყობილობებზე. Win32 მხარდაჭერის ნაკლებობა შეიძლება უზარმაზარი უარყოფითი მხარე იყოს, მაგრამ ფოლი ირწმუნება, რომ ამის შემსუბუქება შესაძლებელია Azure Cloud PC სერვისით, რაც საშუალებას მოგცემთ ნორმალურად გამოიყენოთ Windows პროგრამული უზრუნველყოფა.
კომენტარები